„უიმბლდონზე“ ფინალისტები ვაჟთა შორისაც გაირკვა. ბოლო ორი წლის გამარჯვებული კარლოს ალკარასი ტიტულის დაცვას რეიტინგის პირველ ნომერ იანიკ სინერთან შეეცდება.
შეგახსენებთ, ამ ჩოგბურთელებმა ცოტა ხნის წინ „როლან გაროსის“ ფინალიც ითამაშეს და იქ გამარჯვებული ესპანელი დარჩა. 2008 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ერთ სეზონში „როლან გაროსისა“ და „უიმბლდონის“ ფინალებში ერთი და იგივე ჩოგბურთელები ითამაშებენ.
ნახევარფინალში ალკარასს უფრო გაუჭირდა. ესპანელმა ტეილორ ფრიცს – 6:4; 5:7; 6:3; 7:6 აჯობა. იტალიელი კი, ნოვაკ ჯოკოვიჩს სამ სეტში მოუგო მარტივად გაუსწორდა – 6:3, 6:3, 6:4.
სინერმა ერთი საინტერესო რეკორდიც დაამყარა: 23 წლის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა, რომელმაც დიდი სლემის ტურნირებზე ფინალში გასვლა მიჯრით ოთხჯერ შეძლო. ამ მაჩვენებლით მან როჯერ ფედერერს, რაფაელ ნადალს და ანდრე აგასის გადაუსწრო.
ალკარასისა და სინერის ფინალი 13 ივლისს გაიმართება.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
სიახლეები27/05/2026 | 22:32ამჯერად უკვე 21…
