Breaking News

Day: May 9, 2025

იბერია +9

ეროვნული ლიგის მე-13 ტური მიმდინარე სეზონში ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა. გუნდებმა ერთმანეთს 16 გოლი გაუტანეს (მანამდე სარეკორდო მე-9 ტური გახლდათ – 15 გოლი). მოქმედმა ჩემპიონმა და ლიდერმა „იბერიამ“ მეორე ადგილზე მყოფი „ბათუმი“ სტუმრად 3:2 დაამარცხა და უშუალო კონკურენტს უკვე 9 ქულით გაუსწრო. ეს ბათუმელთა პირველი წაგება გახლდათ წლეულს ეროვნულ ლიგაში, „იბერია“ კი ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩება….

Read more

ინგლისური ფინალი ევროპის ლიგაში

კრიტიკის ქარცეცხლში მოხვედრილი მწვრთნელები რუბენ ამორიმი და ენჯ პოსტეკოგლუ ერთმანეთს ევროპის ლიგის ფინალში დაუპირისპირდებიან: ევროთასის გადამწყვეტ შეხვედრაში ორი ინგლისური გუნდი ექვსი წელიწადია არ შეხვედრია ერთმანეთს. მეისონ მაუნტის ორ ჩინებულ დარტყმას პლუს კაზემიროსა და რასმუს ჰოილუნდის გილებმა „მანჩესტერ იუნაიტედს’’ „ბილბაო’’ ორი შეხვედრის ჯამში 7:1 დაამარცხებინა; დომინიკ სოლანკემ და პედრო პორომ კი „ბოდო გლიმტთან’’ ხელოვნურ საფარზე „ტოტენჰემის’’…

Read more

ფინალი ინგლისელების, ესპანელების და გერმანელების გარეშე

„ინტერმა’’ 2023 წელს „მანჩესტერ სიტისთან’’ წააგო ფინალი, „პარი სენ ჟერმენმა’’ კი 2020 წელს „ბაიერნთან’’ ― 31 მაისს ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების ფინალისტები შეეცდებიან ზედიზედ მეორედ არ დამარცხდნენ გადამწყვეტ შეხვედრაში. მილანისა და პარიზის გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგას მიუნხენის „ალიანც არენაზე’’ შეეცილებიან. აქამდე მათი გზები ოფიციალურ შეხვედრაში არასდროს გადაკვეთილა. ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ფინალი კიდევ იმით არის საინტერესო,…

Read more