„მანჩესტერ იუნაიტედის’’ მეკარის ანდრე ონანას ცოლი, მოდელი მელანი კამაიუ გაძარცვეს ― 62 ათას გირვანქად (219 ათას ლარად) ღირებული „ჰერმეს ბირკინი’’ (ჩანთა) და „როლექსის’’ საათი მოსტაცეს. ეს 29 მარტს ჩეშირში მოხდა, როდესაც ქალი იტალიური რესტორნიდან გამოდიოდა. „დეილი მეილი’’ წერს, რომ პოლიციამ საქმე გამოიძია და დააპატიმრა 25 წლის ბრედფორდელი ლაიამ როსი, რომელსაც ბრალად მსხვილი მასშტაბის ძარცვა წაუყენეს....
ლიონის საქმე ცუდად არის
„ლიონის’’ საქმე რთულად არის, რაც ქართველ გულშემატკივარს არ სიამოვნებს, რადგან ამ გუნდში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე თამაშობს. პაულუ ფონსეკას ფეხბურთელებმა აუცილებლად უნდა გაიკვალონ გზა ჩემპიონთა ლიგისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბს ზაფხულში წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს; თუ ფულს ვერ იშოვის ეგრეთწოდებული მაკონტროლებელი ორგანოებისგან ძლიერ დაისჯება. სწორედ ამის შესახებ სთხოვეს კომენტარი ლიონელთა საქმეებში ჩახედულ ჟურნალისტ დანიელ რიოლოს,...
ზურიკოს გუნდს ტექნიკური მოგება ჩაეთვალა
ლიგა 1-ის ცხრილის ფსკერზე მყოფ „მონპელიეს’’ იმედი ჰქონდა, რომ „სენტ ეტიენთან’’ შეწყვეტილი შეხვედრის ბოლო 30 წუთს ითამაშებდა და სამს თუ არა, ერთ ქულას მაინც მოიპოვებდა, მაგრამ საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა წაგება ჩაუთვალა. მონპელიეში მატჩი 63-ე წუთზე შეწყდა, როდესაც ანგარიში იყო 2:0 ზურიკო დავითაშვილის გუნდის სასარგებლოდ. მსაჯმა ფრანსუა ლეტექსიემ შეხვედრა ტრიბუნებზე მომხდარი რამდენიმე ინციდენტის...
დეზირე დუემ სამშობლო ძნელად აირჩია
„პარი სენ ჟერმენის’’ შემტევი ნახევარმცველი დეზირე დუე საფრანგეთს ჯერ ასაკობრივ ნაკრებებში წარმოადგენდა, შემდეგ 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა, ამასწინათ კი დიდიე დეშამმა ეროვნულ გუნდშიც გამოიძახა, მაგრამ როგორც ირკვევა დუეს საფრანგეთის ნაკრებამდე მისი ისტორიული სამშობლოს კოტ დ’ივუარის მთავარი გუნდიც იწვევდა. საინტერესოა, რომ დეზირეს ძმამ „სტრასბურგის’’ ფეხბურთელმა გულა დუემ „სპილოებში’’ თამაში ამჯობინა. როგორც კოტ დივუარელთა ნაკრების...
რა გაუხარდებოდა ქალბატონ რაბიოს?
ვერდიქტი გამოტანილია: საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა „პარი სენ ჟერმენს’’ ერთი შეხვედრით „ოტეილის ტრიბუნაზე’’ გულშემატკივართა შეშვება აუკრძალა და კლუბი 20 000 ევროთი დააჯარიმა. მიზეზი: 16 მარტს პსჟ-სა და „მარსელის’’ შეხვედრის დროს პარიზელმა გულშემატკივარმა სტუმარი გუნდის ფეხბრთელს, ცნობილ ნახევარმცველ ადრიენ რაბიოს შეურაცხყოფა მიაყენა, გამოფენილი ჰქონდა პლაკატები. ფეხბურთელის დედამ და წარმომადგენელმა, ფრიად აქტიურმა ქალმა ვერონიკ რაბიომ...
მამუს მეორე ორმაგი
NBA-ს რეგულარული სეზონში სანდრო მამუკელაშვილმა მეორე ორმაგი დუბლი გაახერხა. „სან ანტონიომ“ კი „დენვერი“, რომელიც ლიგის ერთ-ერთი ლიდერია, სტუმრად 113:106 დაამარცხა. თუმც, ისიც უნდა ვთქვათ, რომ დღეს, ამ მატჩში, არ უთამაშია დენვერელთა ლიდერ ნიკოლა იოკიჩს, ვინაც გუშინ 61 ქულა დააგროვა და სამმაგი დუბლიც გაიფორმა. მამუკელაშვილი სათადარიგო იყო, მაგრამ მოედანზე 23 წუთი მაინც გაატარა. მის ანგარიშზე 16...
ჟოზე გადარეული
სულ გაგიჟდა ბერიკაცი. „ფენერბაჰჩეს’’ 62 წლის მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ „გალათასარაის’’ მწვრთნელ ოქან ბურუქს ცხვირზე ხელი მოუჭირა. საინტერესო იყო ბურუქის რეაქციაც. პორტუგალიელს პასუხი კი არ გასცა, ფეხბურთელივით მოედანზე გაგორდა და კოტრიალი დაიწყო. სტამბოლის გუნდები ერთმანეთს თურქეთის თასის მეოთხედფინალში შეხვდნენ. მოურუნიუს გუნდი დამარცხდა -1:2. ორივე გოლი პირველ ტაიმში ვიქტორ ოსიმენმა გაუტანა. შესვენების წინ „ფენერმა’’ სხვაობის შემცირება მოახერხა....
კვარა ნაპოლის ლეგენდათა ასოცოაციაში
ამბობენ, რომ „ნაპოლი’’ ფეხბურთის კლუბზე მეტია. იმასაც ამბობენ, რომ ფეხბურთელი რომელიც ერთხელ მაინც ითამაშებს „ნაპოლიში’’ სამუდამოდ ნეაპოლელად დარჩება. და „აძური’’ 2026 წელს ასი წლის იუბილეს აღნიშნავს. ამიტომაც მოხშირდა წარსულთან ხიდების გადება. კვირას„მარადონაზე’’ ალემაო, კარეკა და ესეკიელ ლავეცი ჰყავდათ მიწვეული. ამის შესახებ „ილ მატინოს’’ დღევანდელი გამოშვება ასე წერს: „ეს სამი ვარსკვლავი „ნაპოლის ლეგენდათა’’ ასოციაციის წევრია. ასოციაცია...
კვარამ ივარჯიშა
„პარი სენ ჟერმენის’’ ფეხბურთელებს დასვენება არ აქვთ. სამშაბათს მათ საფრანგეთის თასის ნახევარფინალში სტუმრად მოუგეს „დიუნკერკს’’ (4:2), მეორე საღამოს კი საგანგებო ვარჯიში ჰქონდათ რომელიც აღდგენისგან, დარბაზისა და ბურთით ბევრი მუშაობისგან შედგებოდა. ქართველი გულშემატკივრისთვის სასიამოვნოა ის ცნობა, რომ გუნდთან ერთად ივარჯიშა ხვიჩა კვარაცხელიამაც, რომელიც წინა დღეს ავად იყო. კვარაცხელიას მსგავსად ავად იყო და გამოჯანმრთელდა იბრაჰიმ მბაეც. ქართველ...
ევროპაზე ყველა ლიდერით
23-27 აპრილს მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ძიუდოისტთა ევროპის პირად-გუნდურ ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით გამოვა. ვაჟთა ნაკრების მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი ცხრაკაციან კვოტას სრულად გამოიყენებს და მონაწილე შვიდივე კატეგორიაში გვეყოლება. ეს ნიშნავს, რომ ორ წონაში – 66 და 90 კილოგრამამდე – ორ-ორი მონაწილე გვეყოლება. დანარჩენ წონებში ლიდერები იასპარეზებენ. ქალთა ნაკრებში გია თენაძემ ექვსი შეგირდი შეიყვანა, მაგრამ...









