„პარი სენ ჟერმენის’’ ფეხბურთელებს დასვენება არ აქვთ. სამშაბათს მათ საფრანგეთის თასის ნახევარფინალში სტუმრად მოუგეს „დიუნკერკს’’ (4:2), მეორე საღამოს კი საგანგებო ვარჯიში ჰქონდათ რომელიც აღდგენისგან, დარბაზისა და ბურთით ბევრი მუშაობისგან შედგებოდა.
ქართველი გულშემატკივრისთვის სასიამოვნოა ის ცნობა, რომ გუნდთან ერთად ივარჯიშა ხვიჩა კვარაცხელიამაც, რომელიც წინა დღეს ავად იყო. კვარაცხელიას მსგავსად ავად იყო და გამოჯანმრთელდა იბრაჰიმ მბაეც.
ქართველ ვარსკვლავს „დიუნკერკთან’’ უნდა ეთამაშა, მაგრამ ბოლოწამს შეუძლოდ შეიქნა და მატჩის გამოტოვება მოუხდა. მისი დაბრუნება როგორც პსჟ-თვის ასევე თავად ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია, რადგან შაბათს „პარკ დე პრენსზე’’ გუნდი „ანჟეს’’ მასპინძლობს და დიდი ლბათობით ამ დღეს საფრანგეთის ჩემპიონიც გახდება ― ეს იქნება პარიზელთა მე-13 ტიტული ისტორიაში. ლუის ენრიკეს გუნდს ფრეც აძლევს ხელს. 9 აპრილს, ოთხშაბათს კი პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ინგლისური „ასტონ ვილა’’ ესტუმრება.
ამასობაში გაირკვა საფრანგეთის თასის მეორე ფინალისტის ვინაობა. „რეიმსმა’’ „კანს’’ სტუმრად 2:1 მოუგო და 24 მაისს „სტად დე ფრანსზე’’ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს დაუპირისპირდება.
ავტორის პროფილი
- კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი22/06/2026 | 23:40დიდებული!
მთავარი ამბავი12/06/2026 | 16:59კითხვა შეერთებული შტატების საკონსულოს: იცით, ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატი რომ ტარდება?
მთავარი ამბავი07/06/2026 | 22:36ერიქსენი სიკვდილს მოედანზე ეთამაშება
დავთარი16/11/2025 | 20:50წახვალ, ვილი ???
