მართალია „პარი სენ ჟერმენი’’ ვითარების მსუბუქად წარმოჩენას ცდილობს, მაგრამ თუ ის ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფს მიღმა დარჩება, ეს ფიასკო იქნება, – წერს ფრანგული მედია. პსჟ ოთხშაბათს „მანჩესტერ სიტის’’ ხვდება და წაგების შემთხვევაში ძალიან მიუახლოვდება კატასტროფას, რაშიც დიდი წვლილი კილიან მბაპეს „რეალში’’ გადასვლას მიუძღვის. საქმეს ის ამწვავებს, რომ პარიზელთა მწვრთნელი ლუის ენრიკე ამბობდა, ბონდინუას (პარიზის გარეუბან ბონდიში დაბადებულ-გაზრდილი მბაპეს) გარეშე უკეთ ვითამაშებთო.
სწორედ ამ საკითხს შეეხო „ტაიმსთან’’ ინტერვიუში 24 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი ვიტინია, რომელმაც თქვა: „მიმდინარე სეზონი განსხვავებულია და ამაზე ლაპარაკს არ გავურბივართ. კილიანი საუკეთესოთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. ვიცოდით, რომ მის გარეშე გაგვიჭირდებოდა. მისი პირდაპირ ჩანაცვლება შეუძლებელია. ის გუნდური თამაშით უნდა შეცვალო. ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ, მაგრამ დრო სჭირდება. ვფიქრობ კოლექტიურად უკეთ ვთამაშობთ, რაც უკვე ვაჩვენეთ. ხანდახან გოლის გატანა გვიჭირს, მაგრამ გამოვასწორებთ. ჩვენ ბევრი ბრწყინვალე თავდამსხმელი გვყავს’’.
ვიტინიას ლუის ენრიკეზეც ჰკითხეს. „პორტუს’’ ყოფილმა მოთამაშემ ასე უპასუხა: „უკეთეს მწვრთნელს ვერ ვინატრებდი. ის სრულიად შეესაბამება ბურთის ფლობის ჩემეულ უნარსა და ჩემს საუკეთესო თვისებებს. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ ლუის ენრიკე პირდაპირი ადამიანია. ის არასდროს გატყუებს. მუდამ იმას ამბობს, რის თქმაც უნდა. შესაბამისად, ვერ შეცდები, რაც ფეხბურთელისთვის ძალიან კარგია. ყოველთვის ზუსტად იცი რას ფიქრობს მწვრთნელი შენზე. ეს კი სწორედ ის არის, რაც ძალიან მომწონს’’.
პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა იცის, რომ ლუის ენრიკე მას ენდობა. მისი ეიმედება კლუბის ხელმძღვანელობასაც, რომელიც კონტრაქტის გაგრძელებას უპირებს.
ვიტინია: „ერთადერთი, რის თქმაც შემიძლია ის არის, რომ აქ დარჩენა მსურს. „პარი სენ ჟერმენში’’ თავს ბედნიერად ვგრძნობ და ვიცი, რომ კლუბიც იმავეს ფიქრობს. ასეთი პროექტები მომწონს, როდესაც გათვლა კეთდება. ეს საუკეთესო მეთოდია’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
