იტალიური პრესა ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით ორ თემაზე ლაპარაკობს: მის ჯანმრთელობასა და ახალ ხელშეკრულებაზე. ჯანმრთელობის საკითხმა პირველ პლანზე მას მერე წამოიწია, რაც ტირანაში ალბანეთისა და საქართველოს ნარებთა ერთა ლიგის შეხვედრაში კვარას ფეხი ატკინეს და თამაშის ბოლოს ვილი სანიოლს მისი შეცვლა მოუხდა. ამასთან დაკავშირებით იტალიის ნაკრების ყოფილმა ექიმმა ენრიკო კასტელაჩიმ Radio Punto Nuovo-თან ინტერვიუში თქვა:
„კვარას ტრავმაზე რამე რომ ვთქვა უნდა ვიცოდე კუნთში სისხლი ჩაიღვარა თუ არა. დიაგნოზი მჭირდება. თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია. შეიძლება ტრავმა სერიოზულიც იყოს. ძლიერი დარტყმის შემთხვევაში კუნთოვანი ბოჭკოები ზიანდება. თუ ასეა, მაშინ უფრო გრძელვადიანი მკურნალობა იქნება საჭირო, მაგრამ რაკი „ნაპოლის” ოფიციალურად არაფერი განუცხადებია, სავარაუდოდ ტრავმა სერიოზული არ არის. ყოველ შემთხვევაში ამის დიდი იმედი მაქვს”.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი” კვირას, 15 სექტემბერს სტუმრად თამაშობს „კალიარისთან”. გავრცელებული ხმების თანახმად ქართველი ვარსკვლავის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის, თუმცა ოფიციალურად კლუბს ჯერ არაფერი განუცხადებია.
რაც შეეხბა ხვიჩას ახალ კონტრაქტს, იტალიური მედია მეტწილად წერს, რომ „ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ფეხბურთელს ხელფასის მნიშვნელოვან ზრდას ჰპირდება. ამბობენ, რომ კლუბი ვარსკვლავს წელიწადში 5 მილიონ ევროს სთავაზობს, მაგრამ ნეაპოლური „კორიერე მეცოჯორნოს” ინფორმაციით მისი გარემოცვა ამ გასამრჯელოზე თანახმა არ არის და 8 მილიონს ითხოვს.
იტალიურ მედიაში მართლა შეინიშნება შეუსაბამობა. ერთი მხრივ კვარას ხელფასის 1.3 მილიონიდან 5 მილიონამდე გაზრდას დიდ მატებას ეძახიან და წერენ, რომ ასე ქართველი კლუბის ყველაზე მაღალხელფასიანი ფეხბურთელი გახდება, მეორე მხრივ კი აცხადებენ, რომ „ჩელსიდან” გადმოყვანილ რომელუ ლუკაკუს დე ლაურენტისმა 8 მილიონი დაუნიშნა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
მთავარი ამბავი12/06/2026 | 07:46მას მერე, რაც კოლინამ წითლები შეამცირა
აქეთურ-იქითური11/06/2026 | 09:03დროშებს და ჰიმნებს მიღმა
