7 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი ჩეხეთს უმასპინძლებს, ხოლო 10-ში უკვე ალბანეთს ესტუმრება. მუსიე ვილიმ გუშინ შემადგენლობა დაასახელა, დღეს კი პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ფრანგმა სპეციალისტმა პრესკონფერენცია იმ განვლილ ემოციებზე საუბრით დაიწყო, რომელიც საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე გამოსცადა: „ჩემთვის ეს ახალი გამოცდილება იყო. ვფიქრობ, წარსულში...
ოსიმენის საქმე დღეს უნდა გაირკვეს
ვიქტორ ოსიმენის ამბავი უახლოეს საათებში უნდა გადაწყდეს. ნიგერიელი თავდამსხმელი „ჩელსისა” და „ალ აჰლის” შორის აირჩევს. RMC Sport-მა მოიპოვა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ ლონდონური კლუბის მენეჯმენტი ნეაპოლშია და ცდილობს ფეხბურთელი „სტამფორდ ბრიჯზე” გადაიყვანოს. ოსიმენი თავის მხრივ თანახმაა „ჩელსის” ფეხბურთელი გახდეს, მაგრამ ხელფასის მოკლება არ უნდა. სანამ ინგლისელები ნიგერიელს ელაპარაკებოდნენ, თავდამსხმელის აგენტი რობერტო კალენდა „ოტელ პარკერში” „ნაპოლის” ხალხს...
ლუკაკუმ ნეაპოლელებს უკვე მოაწონა თავი
„ნაპოლიმ” „ჩელსისგან” რომელუ ლუკაკუ იყიდა და ამის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. იტალიურმა კლუბმა ლონდონელებს 30 მილიონი ევრო გადაუხადა. თავდამსხმელის შემდგომი გაყიდვის შემთხვევაში „ნაპოლი” ინგლისში სატრანსფერო თანხის 30 პროცენტსაც გადარიცხავს. „დიდმა რომმა” „აძურისთან” სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. ბელგიელი წელიწადში 12 მილიონ ევროს მიიღებს, ოღონდ ეს გახლავთ თანხა დაქვითვამდე. დაქვითვის შემდეგ მას...


