პარიზის ოლიმპიური თამაშები საქართველოს დელეგაციამ ვერცხლის მედლით დახურა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ფინალში (97 კგ) გივი მაჭარაშვილმა ფინალში ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე დაღესტნელ ახმედ ტაჟუდინოვთან წააგო. ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელებულა, ჩვენებურის ილეთს მეტოქე კარგად დაუხვდა, ქართველი ფალავანი შებოჭვაზე დაიჭირა და ბრძოლის დაწყებიდან ერთ წუთში გაიმარჯვა. 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მონაგარი შვიდი მედალია: ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (90…
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” ტრადიციულ, სეზონისწინა „ტროფეო ტარონჯაზე” „ფრანკფურტს” 3:2 სძლია. „ღამურების” მწვრთნელმა რუბენ ბარახამ ქართველი მეკარე პირველ ტაიმში ათამაშა, შესვენების მერე კი კარი ჩრდილო მაკედონიელ სტოლე დიმიტრიევსკის ანდო. ქვემოთ გთავაზობთ იმ ორი ეპიზოდის ვიდეოჩანაწერს, რომლებშიც გიორგის მონაწილეობა მოუხდა. ვალენსიელმა პეპელუმ პირველ ტაიმში, როდესაც ანგარიში იყო 2:1 მასპინძელთა სასარგებლოდ პენალტი ააცილა.
იტალიის თასის 1/32 ფინალში „ნაპოლიმ” სერია B-ს მოდენას პენალტების სერიაში მოუგო. ეს იყო ანტონიო კონტეს პირველი ოფიციალური თამაში ნეაპოლელთა თავკაცის რანგში. საკუთრივ შეხვედრა დამთავრდა 0:0. „თქვენ მეკითხებით არის თუ არა ჩემი 3-4-2-1 მისაღები სქემა გუნდისთვის, რომელმაც სკუდეტო 4-3-3 სქემით მოიგო? გასულ სეზონში „ნაპოლი” სწორედ 4-3-3-ით თამაშობდა და მეათე ადგილზე გავიდა, 48 გოლი გაუშვა, ბევრი იწვალა….
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა ტალახაძისგან ყველა ოქროს მედალს ელოდა. ამაში გასაკვირი არაფერია – 2016 წლიდან მოყოლებული ჩვენებური ყველაფერს იგებს, სადაც კი მონაწილეობს. ასე მოხდა ამჯერადაც. ცოტა კი გვანერვიულა, თუმც მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა, ხოლო საბჭოთა კავშირის ჩათვლით, სოხუმელი ვიქტორ სანეევის მიღწევა გაიმეორა. საჩემპიონო ბედი სამეულში რომ უნდა გადაწყვეტილიყო, თავიდანვე…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes