დღე: აგვისტო 1, 2024

Home 2024 აგვისტო 01 (ხუთშაბათი)
დაკარგული ოქრო
ჩანაწერი

დაკარგული ოქრო

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციისთვის წარმატებული დღეები გრძელდება. ტატო გრიგალაშვილისა და ლაშა ბექაურის დაწყებული საქმე ილია სულამანიძემ გააგრძელა. სამწუხაროდ, ფინალში ტყიბულელი ძიუდოისტი მხოლოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა. სულამანიძე (100 კგ.) საქმეში მერვედფინალიდან ჩაერთო. 23 წლის ფალავანმა იტალიელი ჯენარო პირელი 2 წუთსა და 8 წამში იპონით დაამარცხა. ჩვენებურმა მეორე გამარჯვება იაპონელ აარონ ვოლფთან მოიპოვა – თავიდანვე ვაზარით...

ასეთი ფეხბურთელი ცოტაა…
ჩანაწერი

ასეთი ფეხბურთელი ცოტაა…

მადრიდის „რეალის” ყოფილმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა „სამეფო კლუბისა“ და თურქეთის ნაკრების 19 წლის ფეხბურთელის არდა გულერის თვისებებზე ისაუბრა. „მას დიდი მომავალი აქვს, თუ ჯანმრთელობამ ხელი შეუწყო. არდას სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებისგან ის გამოარჩევს, რომ ღიაა ყოველივე ახლის მიმართ. მას შემდეგ, რაც ჩამოვიდა, არდამ დიდი ყურადღება დაუთმო ყველაფერს, რასაც ვაკეთებდით ვარჯიშამდე და შემდეგ. დღეს ასეთი მოთამაშე ცოტაა....

ბარსელონას ნიკო შორდება
ჩანაწერი

ბარსელონას ნიკო შორდება

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ იცის, რომ კატალონიური კლუბი ყოველდღიურად უფრო შორდება „ბილბაოს“ გარემარბის, ნიკო უილიამსის შეძენის შესაძლებლობას. კატალონიელებს მიაჩნიათ, რომ ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერი მასზე ოჯახისა და ბასკური კლუბის ზეწოლის გამო გართულდა. უილიამსმა თითქმის მიიღო გადაწყვეტილება, დარჩეს ახლანდელ კლუბში. გასულ სეზონში უილიამსმა საკლუბო და ეროვნული ნაკრების ყველა შეჯიბრში 48 მატჩში ითამაშა, 10 ბურთი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა...

ქოჩორა დარბოდა, მამარდა კი ფანჯრიდან მოწყენილი იყურებოდა
ჩანაწერი

ქოჩორა დარბოდა, მამარდა კი ფანჯრიდან მოწყენილი იყურებოდა

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” და გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ” მოსაწყენ შეხვედრაში 0:0 ითამაშეს. ეს გახლდათ ქალაქ ვალენსიას გუნდების დაპირისპირება, რომლის დამთავრების შემდეგ AS-მა დაწერა, რომ მწვრთნელებს რუბენ ბარახასა და ხულიან კალეროს ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვთ სამუშაო. ესპანეთის პირველ და მეორე ლიგათა ჩემპიონატების დაწყებამდე ორკვირანახევარია დარჩენილი, თამაში კი გამოვიდა დუნე, აშკარა სახიფათო მომენტების გარეშე. გაზეთის თქმით, მართალია,...

ნაპოლიმ ისევ მოიგო, ხვიჩამ ძელს გაარტყა
ჩანაწერი

ნაპოლიმ ისევ მოიგო, ხვიჩამ ძელს გაარტყა

„ნაპოლიმ” ფრანგულ „ბრესტს” ამხანაგურ შეხვედრაში 1:0 მოუგო. გოლი 42-ე წუთზე ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა. ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც აქტიურობდა და ერთ ეპიზოდში ძელსაც გაარტყა ბურთი, მოედანზე 80 წუთი დაჰყო. ის ვალიდ ჩედირამ შეცვალა. საინტერესოა, რომ ანტონიო კონტემ მერეტი, რაჰმანი, ბონჯორნო, მაცოკი, ანგისა, ლობოტკა, სპინაცოლა, პოლიტანო და რასპადორი მოედნიდან ხვიჩამდე 10 წუთით ადრე გაიყვანა. „დღეს გოლი არ გავუშვით,...