საფრანგეთის ტოპ 14-ში და ზოგადად ევროპასა თუ დანარჩენ სარაგბო მსოფლიოში ერთადერთი მატჩიღა დარჩა გასამართი. ინგლისის ჩემპიონატი რამდენიმე კვირის წინ „ნორთჰემპტონის“ გამარჯვებით დასრულდა, შაბათს დილით ახალზელანდიურმა „ბლუზმა“ თანამემაულე „ქრუზეიდერსის“ მრავალწლიანი ჰეგემონია დაამხო და ფინალში კიდევ ერთ ზელანდიურ ფრენჩაიზის – „ჩიფსის“ 41:10 განადგურებით სუპერ რაგბის წყნარი ოკეანის დანაყოფის ჩემპიონი გახდა. შაბათსვე ჩემპიონის ვინაობა გაირკვა იუნაიტედ რაგბი ჩემპიონშიპშიც...
სტეფანო დი გრანდისი: 100 მილიონი დიდი ფულია
იტალიაში ევროპის ჩემპიონატის პარალელურად მომავალ საკლუბო სეზონზე მსჯელობენ. „სქაი სპორტის” სტუდიაში მიწვეული ჰყავდათ ჟურნალისტი სტეფანო დი გრანდისი, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან” შესაძლო წასვლის შესახებ ჰკითხეს. დი გრანდისმა უპასუხა: „100 მილიონი, თუ იცი როგორ გამოიყენო, წარმოუდგენლად დიდი კაპიტალია. ყველაფერი რიცხვებზეა დამოკიდებული და აქედან გამომდინარე ყველა ფეხბურთელი ხელშეუხებელი არ არის. დღეს კვარა საერთაშორისოდ აღიარებული ვარსკვლავია. თუკი მასში...
AS: მამარდაშვილი საქართველოს ნაკრების ნახევარზე მეტია
საქართველოს და ჩეხეთის ნაკრებების შეხვედრა 1:1 დასრულდა. მატჩის გმირი ქართველთა მეკარე გიორგი მამარდაშვილი იყო, რომლის ფენომენალური თამაშის გარეშე კაცმა არ იცის რა ანგარიში დაფიქსირდებოდა. საინტერესოა, როგორ შეაფასა შეხვედრა ესპანურმა პრესამ — მოგეხსენებათ გიორგი „ვალენსიას” კარს იცავს. AS წერს: „სიგიჟედ არ ჩაგვეთვლება თუ ვიტყვით, რომ გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ნაკრების ნახევარზე მეტია. და არც ის იქნება უსაფუძვლო,...
მამარდა და ისტორიული ქულა
საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებთან ფრედ 1:1 ითამაშა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. მატჩის წინ ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე გაკვრით აღნიშნა, რომ შემადგენლობაში ცვლილებებს არ გამორიცხავს. ფრანგმა სპეციალისტმა ერთი ცვლილება მართლაც განახორციელა და თან ძალიან მოულოდნელი – სანიოლმა სასტარტოს მიღმა გიორგი ჩაკვეტაძე დატოვა, მის ნაცვლად კი შემადგენლობაში ადგილი ზურიკო დავითაშვილს...



