გერმანიის ნაკრებისა და „დორტმუნდის“ ფორვარდმა ნიკლას ფულკრუგმა გულშემატკივარს კაი ფლატმანს შემთხვევით ხელი მოტეხა, იუწყება NRD. შემთხვევა პარასკევს, 14 ივნისს, შოტლანდიელებთან ევრო 2024-ის გახსნის მატჩის წინ გერმანიის ნაკრების მოთელვის დროს მოხდა. „ჰიმნი ვიმღერე საკაცეზე წოლისას. არ ვიცი ვიცინო, თუ ვიტირო. ახლა უნდა დავთმო ჩემი ოცნება, დავსწრებოდი გახსნის მატჩს. კიდევ როდის მოიტეხავ მკლავს ასე სულელურად“, – ციტირებს...
ნაპოლი კვარაცხელიაზე ფიქრობს, კვარაცხელია – ნაკრებზე
calciomercato წერს, რომ ამ ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელია არ აპირებს ილაპარაკოს თავის მომავალზე, დარჩება „ნაპოლიში” თუ სადმე წავა. „ამას ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გადავწყვეტ”, — თქვა 2001 წელს დაბადებულმა თავდამსხმელმა ევროზე სადებიუტო მატჩის შემდეგ, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 1:3 წააგო. იტალიური გვერდი წერს, რომ ქართველთა მოგზაურობა გერმანიაში ჯერ მხოლოდ იწყება. გუნდი ჩეხეთთან და პორტუგალიასთან დარჩენილ შეხვედრებში შეეცდება საჭირო...
ევრო 2024: პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელები
დასრულდა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველი ტური და შეგვიძლია ჩამოვთვალოთ თორმეტივე შეხვედრაში ოფიციალურად დასახელებული საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა: 14/06 გერმანია-შოტლანდია 5:1 ჯამალ მუსიალა 15/06 უნგრეთი-შვეიცარია 1:3 გრანიტ ჯაკა 15/06 ესპანეთი-ხორვატია 3:0 ფაბიან რუისი 15/06 იტალია-ალბანეთი 2:1 ფედერიკო კიეზა 16/06 პოლონეთი-ნიდერლანდები 1:2 კოდი გაკპო 16/06 სლოვენია-დანია 1:1 კრისტიან ერიკსენი 16/06 სერბეთი-ინგლისი 0:1 ჯუდ ბელინგემი 17/06 რუმინეთი-უკრაინა 3:0 ნიკოლაე სტანჩუ ...
ისტორიული გოლი და დასანანი წაგება…
2024 წლის 18 ივნისი ქართული ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ ჩაეწერება – საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი ჩაატარა, რომელზე დასწრების პატივი ამ სტრიქონების ავტორსაც მერგო, რაშიც თავისი წვლილი საქართველოს სპორტის სამინისტროსაც მიუძღვის. მართალია „ჯვაროსნები“ თუექეთთან 1:3 დამარცხდნენ, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა და ცოტა მეტად რომ გამართლებოდა, ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრაში მინიმუმ ქულას მოიპოვებდა. ანგარიში თურქებმა...



