spazionapoli წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთვის, ისევე როგორც მთელი „ნაპოლისთვის”, მიმდინარე სეზონი წარუმატებელი გამოდგა. სკუდეტოს მოგების შემდეგ გუნდმა კოლაფსი განიცადა. შარშანდელივით ვეღარც ქართველი ვარსკვლავი ბრწყინავდა, მაგრამ მის მომავალზე მაინც ბევრს ლაპარაკობენ. ახლოვდება ზაფხული, როდესაც უნდა თუ არა „ნაპოლის” მასთან კონტრაქტის განახლება მოუწევს, მაგრამ იმავდროულად გააქტიურდა სატრანსფერო ჭორებიც. ბოლო ჭორი, რომელმაც „პარტენოპეელთა” გულშემატკივრის შეშფოთება გამოიწვია გახლდათ ის, რომ გარემარბით „პარი სენ ჟერმენია” დაინტერესებული.
„ნაპოლის” ოფისში მომავლის დაგეგმვა დაიწყეს. სეზონის ჩავარდნის გამო სატრანსფერო პოზიცია მხოლოდ წამყვან ფეხბურთელებს კი არა, მეორე ეშელონის მოთამაშეებსაც შეერყათ, მაგრამ თითოეული მათგანის გაყიდვა მაინც რთული საქმეა. დაბეჯითებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ გუნდს დატოვებს ვიქტორ ოსიმენი, რომელიც რომელიმე ტოპ-კლუბში გადავა. კვარაცხელიას საქმე თითქოს უფრო დაბალანსებულია, თუმცა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ ზაფხულის მოახლოებასთან ერთად მასზეც დაიწყეს ლაპარაკი.
RmcSport-მა დაწერა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით ამ დღეებში „პარი სენ ჟერმენის” წარმომადგენლები და კვარაცხელიას აგენტი ერთმანეთს შეხვდნენ. ამბობენ, რომ პარიზელთა ინტერესი მოულოდნელი არ არის, მაგრამ ბოლო ხანს მათ მწვრთნელს ლუის ენრიკეს დირექტორატისთვის საქმის აქტიურ ფაზაში გადაყვანა უთხოვია. ასეთი ფრაზაც კი ეწერა: ქართველი პსჟ-ს მთავარი სამიზნეაო.
„ნაპოლისთვის” ოსიმენთან ერთად კვარაცხელიას დაკარგვა დიდი დარტყმა იქნება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/06/2026 | 15:02მოუ მენდეშთან შეკრულია?
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 11:13იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 09:37აფრიკის საუკეთესო მსაჯი მაიამის აეროპორტიდან გამოაბრუნეს
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 09:12ალეგრი მილანში გაიჭედა
