Breaking News

Day: April 27, 2024

ოქროს გარეშე

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დასრულდა ძიუდოისტთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი და საქართველოს დელეგაციამ მესამე დღეს სამი მედალი მოიპოვა. ამჯერად ოქროს ვერ შევწვდით, არადა, ორი შანსი იყო: ილია სულამანიძე (100) და გურამ თუშიშვილი (+100) ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ, ხოლო ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90) –ბრინჯაოს. სულამანიძემ საწყის ეტაპზე ბელგიელი ტომა ნიკიფოროვი დაამარცხა, შემდეგ უნგრელ ჟომბორ ვეგს აჯობა, ნახევარფინალში კი…

Read more

წიქარა პირველში ავიდა…

შაბათს გორის სარაგბო სტადიონზე რეგიონული ლიგის ფინალი გაიმართა –   რეგულარული სეზონის მომგები თბილისის „წიქარა“ რუსთავის „რუსთავს“ დაუპირისპირდა. არც ერთი და არც მეორე გუნდი პირველ ლიგაში არასდროს ყოფილა. „წიქარა“ გაცილებით ტრადიციული კლუბია – 2010 წელს შეიქმნა, ხოლო „რუსთავი“ მხოლოდ 3 წლისაა. რეგულარულის მსვლელობისას „წიქარას“ ფინალისტი მეტოქე ორჯერ ჰყავდა დამარცხებული და საერთოდაც, თბილისურმა გუნდმა სეზონის ყველა მატჩი…

Read more

საკაცე მოიტანეთ რომარიოსთვის

ლეგენდარულმა რომარიომ — „ბარსელონასა” და „ვალენსიას” ყოფილმა ვარსკვლავმა, 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, მთელს მსოფლიოში, მათ რიცხვში საქართველოში უამრავი გულშემატკივრის კერპმა — 58 წლის ასაკში გადაწყვიტა პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერა განაახლოს და „ამერიკა დე რიო დე ჟანეიროში” ვარჯიშს შეუდგა. ყოფილ თუ კვლავ მოქმედ თავდამსხმელს 16 წელიწადია არ უვარჯიშია. რომარიომ კლუბთან, რომლის პრეზიდენტიც თავადაა, მინიმალურ ხელფასზე გააფორმა კონტრაქტი….

Read more

სამ მილიონად მუშაობა სჯობს თუ ოთხ მილიონად დასვენება?

ბოლო ხანს ნეაპოლში ბევრს ლაპარაკობენ ანტონიო კონტეზე. ამბობენ, რომ „ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მომავალი სეზონიდან მწვრთნელის პოსტზე უპირველეს ყოვლისა სწორედ მის კანდიდატურას განიხილავს, თუმცა თავად კონტე ყოყმანობს. გულშემატკივარმა მისი ინსტაგრამიდან შეიტყო, რომ „იუვენტუსის”, „ჩელსის”, „ინტერის”, „ტოტენჰემის” და იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი ბანიო ვინიონიში ისვენებს. ბანიო ვინიონი გახლავთ ცხელი მიწისქვეშა წყლებითა და სამკურნალო აბაზანებით ცნობილი…

Read more