დღე: ნოემბერი 21, 2023

Home 2023 ნოემბერი 21 (სამშაბათი)
მამარდა რომ ბურთს იგერიებდა, მე ტანში მზარავდა
ჩანაწერი

მამარდა რომ ბურთს იგერიებდა, მე ტანში მზარავდა

არ იღელვოთ. გადატვირთულ კალენდარზე ლაპარაკს არ ვაპირებ. არც იმაზე, უნდა დაესვენებინა თუ არა ლუის დე ფუენტეს გავი, რათა მას ტრავმა არ მიეღო. მედიაში გაუთავებლად ამ თემებზე მსჯელობენ. მიზეზი: სანაკრებო კვირაში „რეალის” და „ბარსელონას” ფეხბურთელები დაშავდნენ. „კადისის” ან „ოსასუნას” ფეხბურთელები რომ დაშავებულიყვნენ, ხოლო ვინის და გავის გოლები გაეტანათ, მსჯელობის საგანი სხვა იქნებოდა: რა ძლიერები არიან ეს...

ვალიადოლიდი – გულისხმიერი ხალხის ქალაქი
ჩანაწერი

ვალიადოლიდი – გულისხმიერი ხალხის ქალაქი

ვალიადოლიდი – ესპანეთის ამ ისტორიულ ქალაქში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელშეწყობით მოვხვდით და ესპანეთი-საქართველოს მატჩს დავესწარით. ქალაქი მე-11 საუკუნიდან იხსენიება და 1561 წლამდე ესპანეთის დედაქალაქიც იყო. პირველი უნივერსიტეტიც იქ გაიხსნა. თუმცა, წარსულით თავს არ შეგაწყენთ და უფრო უახლესზე გეტყვით. ვალიადოლიდი ესპანეთისთვის პატარა ქალაქია, საქართველოში კი, სიდიდით მეორე იქნებოდა. ქუჩაში რომ დადიხარ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ...

ხვიჩას კონტრაქტზე ისევ ალაპარაკდნენ
ჩანაწერი

ხვიჩას კონტრაქტზე ისევ ალაპარაკდნენ

ხვიჩა კვარაცხელია სავარაუდოდ „ნაპოლისთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ეს ინფორმაცია ჯერ ფეხბურთელის აგენტისგან გავრცელდა, შემდეგ კი საფეხბურთო ბაზრის ექსპერტმა ნიკოლო სკირამ თავის გვერდზე დაადასტურა: „ხვიჩა კვარაცხელია სულ უფრო და უფრო უახლოვდება ახალ კონტრაქტს „ნაპოლისთან”, რომელიც 2018 წლამდე იქნება ძალაში. ფეხბურთელის გასამრჯელო იქნება წელიწადში 4 მილიონი ევრო. ხელშეკრულებაში თანამშრომლობის 2029 წლამდე გახანგრძლივების შესაძლებლობაც ჩაიწერება”, — დაწერა სკირამ.

იტალიის გასვლას საკამათო უწოდეს
ჩანაწერი

იტალიის გასვლას საკამათო უწოდეს

უკრაინამ ევრო 2024-ის გადამწყვეტ შესარჩევ შეხვედრაში იტალიას ლევერკუზენში უმასპინძლა. მატჩი დასრულდა 0:0. შედეგად იტალიამ C ჯგუფში ინგლისის შემდეგ მეორე ადილი დაიკავა და ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე გავიდა. უკრაინას რომ მოეგო, ევროზე ის გავიდოდა. სერგეი რებროვის გუნდს გამარჯვების იმედი 90+3 წუთზე მიეცა, როდესაც მიხაილო მუდრიკი ბრაიან კრისტანტემ საჯარიმოში თითქოს წააქცია, მაგრამ ესპანელმა მსაჯმა ხესუს ხილ მანსანომ...