ესპანეთის პოლიციამ დაადასტურა, რომ სევილიაში, გაჩერებული მატარებლის ორ ვაგონს შორის ნაპოვნია „კორდობას” 18 წლის ფეხბურთელის ალვარო პრიეტოს გვამი. პრიეტო 12 ოქტომბერს დაიკარგა. გვამი ნაპოვნია RTVE-ს ოპერატორის მიერ. ის ახალგაზრდის გაუჩინარების ამბავს იძიებდა. მისმა კამერამ ზემოთ ხსენებულ ვაგონებს შორის ფეხები დააფიქსირა. ოპერატორის მიერ გადაღებულ კადრში გამოჩნდა კრემისფერი შარვალი და მწვანე პერანგი, რაც დაკარგულის აღწერილობას ემთხვეოდა.
სხეული იპოვეს მატარებელში, რომელიც სამხრეთ-დასავლეთით მდებარე საპორტო ქალაქ კადისისკენ მიემგზავრებოდა და ავტომაგისტრალზე გამავალი ხიდის ქვეშ გაჩერდა. დაკარგული ყმაწვილის ძებნა სწორედ ამ მიდამოებში მიმდინარეობდა.
მნიშვნელოვანია, რომ მატარებელი, რომელშიც ალვარო პრიეტოს ნეშტი აღმოაჩინეს, 24 აგვისტოს შემდეგ სანტა ხუსტას ტექნიკური მომსახურეობის ცენტრში გაუნძრევლად იდგა და სწორედ გუშინ გადაწყვიტეს შეემოწმებინათ მისი მზადყოფნა.
18 წლის ფეხბურთელი, შეთავსებით საინჟინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტი, ოთხშაბათს მეგობრებთან ერთად გასართობად სევილიაში გაემგზავრა. ერთ-ერთი მეგობარი მას კლუბიდანვე თან ახლდა.
„კორდობა” პრიმერა ფედერასიონის მეორე ჯგუფში მერვე ადგილზეა. პრიმერა ფედერასიონი ესპანურ საფეხბურთო იერარქიის მესამე ლიგაა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 08:13ანტონი გორდონი: კლასიკო ჩვენ უნდა მოგვეგო
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 07:15სიმულაცია ლივერპულის სტილი არ არისო?
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:48ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
