დღე: ოქტომბერი 6, 2023

Home 2023 ოქტომბერი 06 (პარასკევი)
მიულერი, ჰუმელსი და ახლები…
ჩანაწერი

მიულერი, ჰუმელსი და ახლები…

გერმანიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი ახალ პოსტზე დებიუტისთვის ემზადება. გერმანიის ნაკრები ამერიკულ ტურნეში მიემგზავრება, სადაც ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატერებს – 14 ოქტომბერს აშშ-ის ნაკრებს დაუპირისპირდება, 18-ში კი მექსიკას. ამ მატჩებისთვის იულიან ნაგელსმანმა 26-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა, აღსანიშნავია, რომ მწვრთნელმა „ბუნდესგუნდში“ დააბრუნა მატს ჰუმელსი, რომელსაც ნაკრებში ევრო 2020-ის შემდეგ აღარ უთამაშია, ვეტერანებიდან ნაგელსმაის სიაშია თომას...

კარდიფის გმირობის გასამეორებლად
ჩანაწერი

კარდიფის გმირობის გასამეორებლად

შაბათს, 7 ოქტომბერს საქართველოს ბორჯღალოსნები X მსოფლიო თასზე გამოსვლას დაასრულებენ. ნანტის „ბოჟუარზე“ ლევან მაისაშვილის გუნდი უორენ გეტლანდის უელსს დაუპირისპირდება, რომელმაც მეოთხედფინალში გასვლა რახანია გაინაღდა და მიზნად ისღა დარჩა, ქართველებთან შეხვედრაში თუნდაც ქულა დააგროვოს, რათა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდოს. ჯგუფში პირველობა ნიშნავს პლეი-ოფში არგენტინასა ან იაპონიაზე გასვლას, რაც ინგლისთან შეჯახებას ალბათ სჯობს. თუმცა, ეჭვი  ნურავის შეეპარება...

ვალენსიელები ვინისიუსს მატყუარას უწოდებენ
ჩანაწერი

ვალენსიელები ვინისიუსს მატყუარას უწოდებენ

განხილვის ორჯერ გადადების შემდეგ ვინისიუს ჟუნიორმა ხუთშაბათს ბოლოს და ბოლოს მისცა ჩვენება გასულ სეზონში „მესტალიაზე” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მაისში, „ვალენსიას” და „რეალის” შეხვედრის დროს ვინისიუსმა ადგილობრივ გულშემატკივარს რასიზმში დასდო ბრალი. როგორც ვალენსიური superdeporte წერს, პირველად ბრაზილიელ თავდამსხმელს სასამართლოში თავდაპირველად ივნისში უხმეს, მაგრამ მან შვებულება მოიმიზეზა და ჩვენების მიცემაზე უარი თქვა. მაშინ სასამართლომ ფეხბურთელს ვიდეოჩართვა სთხოვა,...

ხუთი შესაძლო ცვლილება ნაპოლის შემადგენლობაში
ჩანაწერი

ხუთი შესაძლო ცვლილება ნაპოლის შემადგენლობაში

კვირას, საქართველოს დროით 22 საათსა და 45 წუთზე „ნაპოლი” „ფიორენტინას” მასპინძლობს. როგორც „კორიერე დელო სპორტი” წერს, მოსალოდნელია, რომ რუდი გარსიამ ამ შეხვედრაში „რეალთან” ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით შემადგენლობა ხუთი ფეხბურთელით შეცვალოს. „ელმასის გამოყენება შეიძლება როგორც ნახევარდაცვაში, ასევე ფრთაზე. „რეალთან” ის მარჯვენა ფრთაზე პოლიტანოს ნაცვლად შევიდა. ფლანგზე თამაშის კანდიდატია რასპადორიც. ის მიმდინარე სეზონში ნამდვილი ჯოკერია. მარიო რუიმ მადრიდელებთან...

დივანზე ჯდომა და ნამცხვრის ჭამა ადვილია
ჩანაწერი

დივანზე ჯდომა და ნამცხვრის ჭამა ადვილია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა „ნაპოლისა” და „რეალს” შორის (2:3) სხვადასხვა ეპიზოდის გარდა მადრიდელთა მესამე გოლითაც იყო საინტერესო. ფედე ვალვერდეს დარტყმული ბურთი ოდნავ შეცვლილი ტრაექტორიით ჯერ ხარიხას, შემდეგ კი ნეაპოლელთა მეკარის ალექს მერეტის ზურგს მოხვდა და კარში შევიდა. ამ გოლზე ლაპარაკი იტალიაში ჯერაც არ შეუწყვეტიათ. ესპანური პორტალი El Chiringuito TV წერს, რომ 25...