Breaking News

Day: October 3, 2023

დე ხეა და თურქეთი

ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა, რომელიც თავისუფალი აგენტია, კლუბის ძებნას აგრძელებს. დე ხეას სამსახურით თურქული სუპერლიგის რამდენიმე კლუბი დაინტერესდა. გუნდების ვინაობა არ სახელდება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ესპანელი მეკარის მიმართ საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ ინტერესის შესახებ. 2022-2023 წლების სეზონში დე ხეამ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 58 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე. ფეხბურთელს „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტი წლეულს ივნისის ბოლოს ამოეწურა. მხარეებმა…

Read more

მეშვიდე უკრაინელი

პრემიერ ლიგის მე-7 ტურის მატჩში, „ჩელსის“ უკრაინელმა გარემარბმა მიხაილო მუდრიკმა, „ფულემთან“ გოლი გაიტანა. შეხვედრა „ჩელსის“ გამარჯვებით 2:0 დასრულდა. უკრაინელისთვის ეს გოლი პრემიერლიგაში სადებიუტო გახლდათ. მუდრიკი მეშვიდე უკრაინელია, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის მატჩში გოლის გატანა მოახერხა. უკრაინელები, რომლებმაც პრემიერ ლიგაში გოლი გაიტანეს: 1. სერჰი რებროვი (ტოტენჰემი) 2. ანდრი შევჩენკო (ჩელსი) 3. ანდრი ვორონინი (ლივერპული) 4….

Read more

კვარაცხელია: ორი ოცნება მაქვს…

ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი სახელი ფეხბურთის ისტორიის წიგნში უკვე ჩაწერა. ის და ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლის” მიერ მარადონას გარეშე მოპოვებული ერთადერთი სკუდეტოს გმირები არიან. მოედანზე კვარაცხელია ნებისმიერ მეტოქეს შიშის გარეშე უპირისპირდება, მოედანს მიღმა კი მოკრძალებული ბიჭია. სანამ „აძურისთან” კონტრაქტს გააფორმებდა, ხვიჩას სურდა რომ მის პარტნიორს ნიცა თევზაძეს სამედიცინო განათლების მიღება არ შეეწყვიტა. კომპლიმენტების მოსმენისას ის წითლდება, მაგრამ…

Read more

კარვახალმა ვარჯიში გაღიზიანებულმა დატოვა

დღეს ნეაპოლში, „დიეგო მარადონას” სახელობის სტადიონზე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში „ნაპოლი” „რეალს” მასპინძლობს. კარლო ანჩელოტის გუნდმა წესის თანახმად „მარადონაზე” ივარჯიშა. ვარჯიშის მსვლელობისას ყურადღება მიიპყრო „თეთრების” ცნობილმა მცველმა დანი კარვახალმა, რომელმაც მოედანი გაღიზიანებულმა დატოვა. როგორც ჩანს, მას რაღაც ეტკინა აქვს. ნეაპოლური პორტალები წერენ, რომ სავარაუდოდ სერიოზული არაფერია, მაგრამ თუ კარვახალი დღეს თამაშს ვერ მოახერხებს,…

Read more

ნაპოლი რეალს მიწისძვრით დახვდა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ნეაპოლი „რეალს” მიწისძვრით შეხვდა. არ გეგონოთ, რომ გადატანითი მნიშვნელობით, საფეხბურთო მიწისძვრაზე ან რამე ასეთზე ვლაპარაკობდეთ, პირდაპირი გაგებით, 4,0 მაგნიტუდის ბიძგს ვგულისხმობთ. მიწა 2,6 კილომეტრის სიღრმეში იძრა. ეს წუხელ, ადგილობრივი დროით საღამოს 10 საათზე მოხდა. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში იტალიის ამ ქალაქში მიწისქვეშა ბიძგები მოხშირდა. ქალაქთან ახლოს მდებარეობს მოქმედი ვულკანი…

Read more