საქართველო თექვსმეტშია

Home კატეგორიის გარეშე საქართველო თექვსმეტშია
საქართველო თექვსმეტშია
სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 16 საუკეთესო გუნდში მოხვდა. ილიას ზუროსის გუნდმა ვენესუელას 70:59 მოუგო და სხვაზე დამოკიდებული აღარ გახდა.
ჩვენებმა მატჩის სადავეები პირველივე წუთებიდან მოიპოვეს. პირველი მეოთხედი 24:19 მოვიგეთ, მაგრამ მეორეში მეტოქეს მხოლოდ 4 ქულა ჩავაგდებინეთ, ჩვენ კი 18 მივითვალეთ და დიდ შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავედით.
ანტრაქტის შემდეგ ორივე მეოთხედი სამხრეთ ამერიკელებმა მოიგეს, მაგრამ მატჩი ისე ჩამთავრდა, ჩვენებს გამარჯვება ეჭვქვეშ არ დაუყენებია.
საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია, რომელმაც 29 წუთში 25 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. გოგა ბითაძემ ორმაგი დუბლი მიითვალა – 11 ქულა და 11 მოხსნა. 9 ქულა ჰქონდათ რატი ანდრონიკაშვილსა და დუდა სანაძეს.
საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფურ ეტაპზე გერმანიის, ავსტრალიისა და სლოვენიის ნაკრებებთან ერთად მოხვდა, მაგრამ სლოვენიასთან არ ითამაშებს, რადგან პირველ ჯგუფურ ეტაპზე ჰყავდა მეტოქედ, სამაგიეროდ, სლოვენიელებთან მარცხი გადაჰყვა. ამ ჯგუფიდან ორი საუკეთესო მეოთხედფინალში გააგრძელებს ასპარეზობას. საქართველოს ნაკრები 1 სექტემბერს, გერმანიას შეხვდება, ხოლო 3 სექტემბერს – ავსტრალიას.

ავტორის პროფილი

გიორგი დარჯანია
„სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.