გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელა. გიორგი მიქაუტაძემ „სენტ-ეტიენთან“ ორი გოლი გაიტანა და სტუმრად „მეცის“ გამარჯვებაში (3:1) გადამწყვეტი როლი ითმაშა. აღსანიშნავია, რომ 22 წლის ქართველმა თავდამსხმელმა დუბლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა. ლიგა 2-ში თავი ზურიკო დავითაშვილმაც გამოიჩინა – საქართველოს ნაკრების შემტევმა საშინაო შეხვედრაში „გრენობლის“ გაუტანა. ეს ისტორიაში…
პსჟ-ის არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ კლუბს ხელფასების გაზრდა სთხოვა, რადგან ის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მოლაპარაკების დასრულებამდე ჯერ შორს არის. მხარეებმა შარშან მიაღწიეს სიტყვიერ შეთანხმებას, მაგრამ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების გამარჯვების შემდეგ, თავდამსხმელმა ხელფასის გაზრდა მოითხოვა. პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა არ არის მზად მისი ანაზღაურების გადახედვისთვის, მაგრამ მაინც სურს, რომ 35 წლის ფეხბურთელი…
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ახალ ოლიმპიურ სასახლეში შვეიცარიას დაუხვდა და 19:26 დამარცხდა… არადა, ტიტე კალანდაძის გაწვრთნილ გუნდს რომ მოეგო, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის დიდი შანსი რჩებოდა. ჩვენებმა კარგად დაიწყეს და 10 წუთის თავზე 6:4 დაწინაურდნენ. თუმცა, ეს იყო ჩვენი გუნდის ბოლო დაწინაურება. მომენტები კი იყო: ჩვენებმა ორჯერ ვერ გაიტანეს ცარიელ კარში; გააცუდეს 7-მეტრიანი; ვერ გამოიყენეს პირისპირ გასვლა…
პსვ-ის ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა ჩავი სიმონსმა, რომელიც მანამდე ფრანგულ პსჟ-ში თამაშობდა, პარიზული კლუბის თავდამსხმელ კილიან მბაპესთან ურთიერთობაზე ისაუბრა. ნიდერლანდელის თქმით, ფრანგმა მას ასწავლა, რომ ასაკს ყურადღება არ მიაქციოს, ფეხბურთში მას მნიშვნელობა არ აქვს. „მბაპე? ხშირად ვსაუბრობდით. მეუბნებოდა: ფეხბურთში ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. თუ 21 წლის სჯობს 25 წლისას, უმცროსი ითამაშებს. ამას ვამტკიცებ ყოველთვისო,“ – ამბობს სიმონსი….
„იუვენტუსსა” და მის წარმომადგენლებს ჯარიმების გადახდა მოუწევთ. სპორტულმა მოსამართლემ გაავრცელა განცხადება, რომელიც სერია A-ს 31-ე ტურს ეხება. ის მოიცავს აგრეთვე ტურინის „ალიანც სთედიუმზე” „იუვენტუსსა” და „ნაპოლის” შორის გამართულ შეხვედრას, რომელიც ბოლოსკენ დაიძაბა, ხოლო დასრულების შემდეგ რამდენიმე უსიამოვნო ინციდენტი მოჰყვა. ტურინული კლუბი 15 000 ევროთი დასაჯეს. მიზეზი: გულშემატკივრებმა ტრიბუნებიდან მსაჯს და ნეაპოლელ ქომაგებს ერთხმად აგინეს. ისინი…
„ყოჩაღ, თქვენ სკუდეტოს მოგება მოახერხეთ”, — ეს სიტყვები, „იუვენტუსის” თავკაც მასიმილიანო ალეგრის ეკუთვნის. ასე, ირონიულად მიმართა იტალიის ექვსგზის ჩემპიონმა მწვრთნელმა („მილანი”, „იუვენტუსი”) 23 აპრილს, „ალიანც სთედიუმზე”, „ნაპოლის” სათადარიგოთა სკამს. შეხვედრა იყო დაძაბული, დრამატული. გაიმარჯვეს სტუმრებმა 1:0. ამ მოგებით „ნაპოლიმ” ფაქტობრივად გაინაღდა სერია A-ს ჩემპიონის წოდება, „შავ-თეთრების” ბანაკს კი დარჩა შთაბეჭდილება, რომ მეტოქემ უსამართლოდ გაიმარჯვა. ალეგრის…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes