ვილი სინიოლის სიტყვები გახსოვთ? ფედერაციის ხელმძღვანელობას სუსტი მეტოქე რომ სთხოვა ნორვეგიის მატჩის წინ. შეუსრულა ფედერაციამ. საქართველოს ნაკრებმა კი მონღოლებთან გაილაღა. თუმცა, უფრო მეორე ტაიმში, როდესაც გიორგი ჩაკვეტაძემ 1 წუთში ორი გოლი შეაგდო და საქართველოს ნაკრები 3:1 დააწინაურა. მანამდე კი ანგარიში 1:1 იყო, შესვენებამდე. ჩვენებს გასატანი ბევრი ჰქონდათ, რომელიც გაიტანეს, ალალად ვთქვათ – არ ეკუთვნოდათ –...
ნეაპოლში სიგიჟისთვის ემზადებიან
ვინმე იტყვის ჯერ ადრეაო, მაგრამ ნეაპოლში უკვე სკუდეტოს აღსანიშნავად ემზადებიან. ეს იქნება „აძურის” მესამე ტიტული — ბოლო წარმატებიდან 33 წლის შემდეგ. უკვე ბევრი იწერება იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს ქალაქში აპრილსა და მაისში. ერთი ფაქტია, მთელი ნეაპოლი პარალიზებული იქნება. „ბედ ენდ ბრეკფესტის” ტიპის იაფფასიან სასტუმროებს არემონტებენ. აპრილის ბოლოს ყველა, ვისაც ოთახის გაქირავება სურს, სრულ...
კვარაში დე ლაურენტისს ეჭვი ეპარებოა, სპალეტის – არა!
სერია A-ს მიმდინარე სეზონის ყველაზე დიდი აღმოჩენა გახლავთ ხვიჩა კვარაცხელია, ფეხბურთელი რომელსაც საფეხბურთო ევროპაში არავინ იცნობდა, რადგან საქართველოსა და რუსეთში თამაშობდა. როგორც ირკვევა, შეძენის წინ „ნაპოლის” პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს მის შესაძლებლობების სწამდა, მაგრამ ჰქონდა ეჭვი, რომ ქართველს იტალიის ლიგასთან სწრაფად შეგუება გაუჭირდებოდა. „წინა საღამოს მე და პრეზიდენტმა ბევრი ვილაპარაკეთ. დე ლაურენტისი ფრთხილობდა. მან მითხრა,...
ეს ვინ მოსულა
ნეაპოლში, „დიეგო მარადონაზე”, მატეო რეტეგის გოლი იტალიის ნაკრებისთვის ინგლისთან შეხვედრის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა — „სკუადრა აძურამ” ევრო 2024-ის პირველი შესარჩევი შეხვედრა 1:2 წააგო. და კიდევ, იტალიელი გულშემატკივარი რეტეგის მატჩისშემდგომმა ინტერვიუმ გააღიზიანა. მოგეხსენებათ, თავდამსხმელისთვის ეს გახლდათ პირველი შეხვედრა ეროვნული გუნდის შემადგენლობაში, მაგრამ… რომელ ერზეა ლაპარაკი? რეტეგი არგენტინელია, მშობლებიც არგენტინელები ჰყავს და მხოლოდ დედის დედა ჰყავდა...



