ნეაპოლში ფეხბურთის გუნდის წარმატებულმა თამაშმა დიდი აღტყინება გამოიწვია, რომელიც რიგ შემთხვევაში ჩარჩოებს ცილდება. „დიეგო მარადონაზე” „ნაპოლი” „აიაქსს” მასპინძლობს, პიაცა ბელინის ახლოს კი ნიდერლანდელი გულშემატკივარი დაჭრეს.
ეს სამწუხარო ამბავი ღამით მოხდა, ორშაბათიდან სამშაბათზე, დაახლოებით ორის ნახევარზე. დაჭრილია 21 წლის ჰოლანდიელი ახალგაზრდა. თანამემამულეებთან ერთად დროის გატარების შემდეგ, ის მარტო ბრუნდებოდა სასტუმროში, როდესაც თავს ეგრეთწოდებული ულტრასების კარგა დიდი ჯგუფი დაესხა. ისინი „აიაქსის” გულშემატკივარს გარს შემოერტყნენ და სცემეს, რასთან ერთად, მარჯვენა ფეხში დანით ორი ჭრილობაც მიაყენეს. საბედნიეროდ, ახალგაზრდას პელეგრინის საავადმყოფოში დროულად უმკურნალეს. ამბობენ, ოპერატიული ჩარევა რომ არა გულშემატკივარს დაახლოებით 21 დღე მოუწევდა სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნება. თავად დაზარალებულს უთქვამს, რომ მაინც წავა სტადიონზე. ექიმები თავის მხრივ ვარაუდობენ, რომ ის ამას ვერ შეძლებს.
ნეაპოლის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. იკვლევენ ქალაქის ცენტრში თავშეყრილ ხალხს და მართალია, ჯერ ხელშესახები შედეგი არ აქვთ, ქალაქში განლაგებული კამერების ეიმედებათ.
პოლიციას მიუვიდა ინფორმაცია, რომ „ნაპოლის” ულტრასები, ორი ათასი კაცი, ქალაქის ცენტრს მთელი ორი დღის განმავლობაში პატრულირებდნენ, რათა „აიაქსის” ფანები ეპოვათ.
ნეაპოლის პოლიცია დღევანდელი შეხვედრისთვის საგანგებოდ ემზადება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
