ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპირველობაზე შოთა მიშველიძემ მცირე ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, ხოლო ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედალს დაეუფლა.
67 კილოგრამამდე წონით კატეგორიის პირველ დისციპლინაში, ატაცში, მიშველიძემ 142 კილოგრამი დააფიქსირა და უახლოეს მდევარ ბულგარელ გენჩევს (139) სამი კილოგრამით აჯობა. მესამეზე – ესპანელი ერნანდესი (138) იყო, ხოლო მეოთხეზე – გოგა ჩხეიძე (137).
ჩხეიძემ, რომელიც ტირანაში ტრამირებული ასპარეზობდა, აკვრაში 159 კილო დასძლია და მხოლოდ მეექვსე შედეგი აჩვენა, ხოლო ორჭიდის ჯამში მეოთხეზე დარჩა. ერნანდესმა 162 კილო აკრა, რაც მესამე ადგილზე გასასვლელად სამარისი აღმოჩნდა.
შემდეგ ფიცარნაგზე მიშველიძე გამოჩნდა, რომელმაც ჯერ 164 კილო ვერ ასწია, შემდეგ – 165. თუმცა, მესამე ცდაზე შტანგა დაიმორჩილა და დროებით გალიდერდა.
გენჩევს ოქროს მედლისთვის 169 კილოგრამს აწევა სჭირდებოდა და ბულგარელს ეს არ გასჭივებია. მეტიც, მეორე ცდაზე სულაც 175 კილოს მოერია. შედეგად, მიშველიძე ორჭიდის ჯამში ვერცხლს დასჯერდა, ხოლო აკვრაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რადგან თურქმა გენჩმა 167 კილოგრამი დააფიქსირა და დისციპლინა მეორე შედეგით დაასრულა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები22/06/2026 | 22:56ბასილაშვილმა უიმბლდონი დატოვა
სიახლეები21/06/2026 | 22:10მედლები ბოლოს…
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
