ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი აღარ ვართ

Home აქეთურ-იქითური ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი აღარ ვართ
ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი აღარ ვართ

საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავი პოლ პოგბა იმედგაცრუებულია სამფეროვანთა ბოლოდროინდელი თამაშით და პარტნიორებს მეტი მონდომებისკენ მოუწოდებს.

„უკვე დიდი დრო გავიდა, რაც საფრანგეთის ნაკრებთან ერთად გავიმარჯვე. მომენატრა მოგების გემო. სამწუხაროდ, ჩვენ მსოფლიოს საუკეთსო გუნდი აღარ ვართ. უნდა შევცვალოთ ბევრი რამ, უფრო აგრესიულები და მოტივირებულები გავხდეთ. მეტი ჟინი და ყველაფერი კარგად იქნება“, – თქვა ფრანგმა ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ეროვნულ გუნდს, ყველა ტურნირში ზედიზედ ხუთი მატჩია აღარ გაუმარჯვია.

See the source image

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.