ფილიპე კოუტინიუს „ბარსელონაში” თამაშის შანსი აღარ აქვს. კლუბის სპორტულმა დირექტორებმა გადაწყვიტეს, რომ მას მომავალ სეზონში აღარ დაიტოვებენ. რაც კატალონიის დედაქალაქში გადავიდა, ბრაზილიელი მოსალოდნელზე გაცილებით ცუდად თამაშობს და მდგომარეობას ტრავმაც ამძიმებს. არადა, მის სანაცვლოდ, 2018 წლის იანვარში, „ლივერპულისთვის” 120 მილიონი ევროა გადახდილი, რომელიც შედეგებიდან გამომდინარე შეიძლებოდა 140 მილიონამდე გაზრდილიყო.

კოუტინიუ რომ კარგად თამაშს ვეღარ შეძლებს, „ბარსაში” 5 აპრილის შემდეგ იეჭვეს, როდესაც 29 წლის შემტევმა ნახევარმცველმა სამშობლოში ოპერაცია გაიკეთა. მას მარცხენა მუხლიდან კისტა ამოუღეს.
კოუტინიუ 2020 წლის დეკემბერში დაშავდა. 2 იანვარს მას ართროსკოპია გაუკეთეს, რაც არის ძვალსახსროვანი დაავადებების მკურნალობის ქირურგიული მეთოდი, მაგრამ ამან არ უშველა და საბოლოოდ ზემოთ ნახსენები ოპერაცია დაიგეგმა.
ართროსკოპიის შემდეგ ელოდნენ, რომ კოუტინიუ სამ თვეში გამოჯანმრთელდებოდა, მაგრამ გავიდა შვიდი თვე და მან ახლაღა მოახერხა სავარჯიშოდ მოედანზე ფეხის შედგმა.
ახლა, „ბარსელონას” დირექტორები ბრაზილიელისთვის ახალი კლუბის შერჩევას ცდილობენ, თუმცა ფეხბურთელის მაღალმა ხელფასმა პროცესი შეიძლება გაართულოს.
ამბობენ, თითქოს სპონსორის დახმარებით კოუტინიუთი შეიძლება „მარსელი” დაინტერესდეს. ფეხბურთელი, რომელიც „ლივერპულში” ბრწყინვალედ თამაშობდა, რამდენიმე პრემიერლიგურ კლუბსაც ახსოვს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
