ამერიკამ ლატვიელი მეკარე იმსხვერპლა

Home კატეგორიის გარეშე ამერიკამ ლატვიელი მეკარე იმსხვერპლა
ამერიკამ ლატვიელი მეკარე იმსხვერპლა

აშშ-ში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა ლატვიის ჰოკეის ეროვნული ნაკრების 24 წლის მეკარე მატის კივლენიექსი. ამ წუთისთვის არსებული მონაცემებით, ჰოკეის კლუბ „კოლამბუსის” რამდენიმე წარმომადგენელი ერთად გავიდა მდელოზე, სადაც საზეიმო სალუტი იყო დაგეგმილი. როგორც ჩანს, ორგანიზატორები ფეერვერკის ხარისხმა აზარალა – ერთმა გასროლამ იმავე წამს დაკარგა ტეაექტორია და ახალგაზრდა მეკარეს მკერდში მოხვდა. მას გადარჩენის შანსი არ ჰქონია.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".