ჟოან ლაპორტა „ბარსელონას” პრეზიდენტად სულ ერთი კვირის არჩეულია და უკვე სერიოზულ პრობლემებთან უწევს გამკლავება. პირველი პრობლემა ის არის, რომ საქმიანობის გასაშლელად მან ლა ლიგას 126 მილიონი ევროს გარანტია უნდა წარუდგინოს. ამბობენ, რომ ეს საკითხი ორშაბათამდე მოგვარდება, თუმცა ეს მოგვარება მთლად მარტივიც არ ჩანს. ორშაბათამდე რაღა დარჩა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ბანკებთან თუ საინვესტიციო ჯგუფებთან.
ხოლო მეორე პრობლემა, რომელიც მთელს მსოფლიოს ყურში სკანდალურად მოხვდა, გახლავთ ის, რომ… ლაპორტას ერთი ვიცე-პრეზიდენტი და თანამებრძოლი უკვე გაექცა. ლაპარაკია ჯაუმე ჯიროზე, რომელსაც სწორედ ფინანსები ებარა.
ჯიროს გადადგომას დაუყოვნებლივ მოჰყვა კლუბის ოფიციალური განცხადება, სადაც წერია, თითქოს ფინანსთა გამგებელს ლონდონში იმდენი საქმე აქვს, რომ ფეხბურთისთვის ვეღარ იცლის, მაგრამ ამას ვინ დაიჯერებს? როგორც, ლაპორტამ და ჯირომ ერთი კვირის წინ არ იცოდნენ ლონდონური საქმეების შესახებ, არჩევნებში ჯიქურ რომ იბრძოდნენ? სინამდვილე, ალბათ, ის არის, რასაც ხალხი ამბობს, რომ ბოლო დროს პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ფულის ხარჯვის საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ. არადა, „კამპ ნოუზე” არსებული პრობლემების მოგვარებას დიდძალი თანხა სჭირდება.
ლაპორტას ბანაკიდან გამოვიდა ხმა, რომ პრეზიდენტსა და ჯიროს შორის კონფლიქტი მას მერე წარმოიშვა, რაც კლუბში მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა დაეკისრა MediaMarkt-დან მოყვანილ აღმასრულებელ დირექტორ ფერან რევერტერს.
ჟოან ლაპორტა პრეზიდენტის სავარძელში ოფიციალურად ოთხშაბათს ჩაჯდება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
მთავარი ამბავი12/06/2026 | 07:46მას მერე, რაც კოლინამ წითლები შეამცირა
აქეთურ-იქითური11/06/2026 | 09:03დროშებს და ჰიმნებს მიღმა
