Breaking News

Day: March 12, 2021

ბასილაშვილი დოჰას ფინალშია

საათსა და 15 წუთში დაამარცხა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკელი ტაილორ ფრიცი და დოჰას საერთაშორისო ტურნირის ფინალში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ორ სეტში იმარჯვა. არადა, ნიკოლოზმა ცუდად დაიწყო და მეორე გეიმივე დათმო. ბევრი აქაც სამსეტიანი ბრძოლისთვის განაწყო, მაგრამ მერე და მერე მან უმაღლეს დონეზე ითამაშა, იქვე უკუბრეიქი გააკეთა, თამაში გაათანაბრა და მერე ტაიბერიკზეც იმარჯვა – 7:2. ჩვენიანი მეორე…

Read more

მისი დაკარგვა არავის უნდა…

„მანჩესტერ სიტი“ უახლოეს დღეებში ახალ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს თავის ბელგიელ ვარსკვლავს, კევინ დე ბრუინს. ამჟამად ფეხბურთელი ჯამაგირად კვირაში 320 ათას გირვაქას იღებს, თუმცა ამბობენ, რომ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება და ბონუსებიც დაემატება. კონკრეტული თანხა ჯერ არ სახელდება. საქმე ის არის, რომ დე ბრუინს „ქალაქელებმა“ იანვარში უკვე შესთავაზეს ახალი კონტრაქტი, რომელიც ფეხბურთელს არ მოეწონა და…

Read more

ლაპორტა კარგია, მაგრამ დარჩება მესი ბარსაში?

„ბარსელონა” ლეო მესისთან მოლაპარაკებისთვის ემზადება, „მანჩესტერ სიტი” კი ჩასაფრებულია, რათა არგენტინელი სუპერვარსკვლავი გაიტაცოს. მოგეხსენებათ, კვირას, „ბარსას” პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა, გაიმარჯვა ჟოან ლაპორტამ, რომელმაც გულშემატკივარს მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელის „კამპ ნოუზე” დატოვება აღუთქვა. მაგრამ, არის კი ლაპორტას პრეზიდენტობა იმის გარანტია, რომ მესი „ბარსელონაში” დარჩება? მდგომარეობა ასეთია: 33 წლის ფეხბურთელთან სალაპარაკოდ ჯერ თავად ლაპორტა არ არის მზად….

Read more

მოურინიუმ ტოტენჰემის ფანები დააწყნარა

ჟოზე მოურინიუმ თქვა, რომ „ტოტენჰემისა” და ზაგრების „დინამოს” შეხვედრაში ლონდონელთა ორივე გოლის ავტორი, ჰარი კეინი ისე საშინლადაც არ დაშავებულა, როგორც ერთი შეხედვით გამოჩნდა და ის „არსენალთან” მოედანზე იქნება. „დეზების” თამაში ხორვატულ გუნდთან გახლდათ ევროლიგის პირველი მერვედფინალური დაპირისპირება, რომელიც მასპინძლებმა ანუ ლონდონელებმა 2:0 მოიგეს. 27 წლის თავდამსხმელის მოედნიდან გაყვანა კი „ტოტენჰემის” გულშემატკივრისთვის მართლაც უსიამოვნო სანახავი იყო…

Read more