იაპონიაში უმაყურებლებოდ მიმდინარე ივლისის ბაშოზე კარგად მისდის საქმეები ლევან გორგაძეს. პრინციპში, ეს მოსალოდნელიც იყო. ტოჩინოშინად მონათლული ქართველი მხოლოდ მე-11 მაეგაშირას სტატუსით ასპარეზობს და, შესაბამისად, მეტოქეებიც შედარებით სუსტი ჰყავს. ლევანი ტრავმებმა გატანჯეს, თორემ ოსტატობა არსად გამქრალა, რაც ტურნირის მე-9 დღესაც დაადასტურა.მისმა მეტოქე ისიურამ ილეთის ჩატარება სცადა, მაგრამ ქართველმა იაპონელის ქამარი მოიხელთა და წრიდანაც გადგა.
ტოჩინოშინს დადებითი ბალანსის დასაბევებლად დარჩენილ 6 შეხვედრაში 2 გამარჯვებაც ყოფნის, მაგრამ რაც უფრო შთამბეჭდავი იქნება ბალანსი, მით სერიოზული იქნება სარეიტინგო წინსვლა.
მეშვიდე გამარჯვების მოპოვებას ლევანი კოტოიუკისთან ეცდება, ვისაც აქამდე გამართულ შეხვედრებში მშრალი ანგარიშით – 6:0 უგებს.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
