„რეალმა” კვლავ მოიგო და ჩვენც მადრიდული კლუბის წარმატებას კვლავ კატალონიური მედიის მიხედვით გაგაცნობთ. აი, რას წერს პრო-ბარსელონური პრესა:
„გრანადამ” „რეალი” აიძულა ბოლო წუთამდე ებრძოლა, თუმცა მადრიდელებმა უპირატესობის შენარჩუნება და მნიშვნელოვანი გამარჯვება შეძლეს. ახლა „ლოს ბლანკოსს” შეუძლია ჩემპიონის ტიტული ბოლო ტურამდეც მოიპოვოს. თუკი „ოსასუნასთან” შეხვედრაში (16 ივლისს) „ბარსელონას” ფეხი დაუცდება, ზიდანის გუნდი ჩემპიონი გახდება. ხოლო თუ თავად „რეალი” წაბორძიკდება (იმავე დღეს „ვილიარეალთან”), მაშინ ყველაფერი ბოლო დღეს გაირკვევა.
სეზონის განახლების შემდეგ ზიდანმა მადრიდელებს ზედიზედ ცხრა შეხვედრა მოაგებინა. მათგან ყველა დამაჯერებელი არ იყო, მაგრამ ავად თუ კარგად გამარჯვება გახლდათ. თავისი როლი ითამაშა VAR-მაც.
„რეალმა” „გრანადასთანაც” იწვალა, მაგრამ კურტუასა და რამოსის წყალობით 100 პროცენტიანი შედეგის შენარჩუნება მოახერხა.
თუ საქმე ბოლო დღეზე მიდგება, ესე იგი სეზონის მთავარ კითხვას პასუხს „თეთრების” გავარდნილ „ლეგანესთან” და „ბარსელონას” გავარდნის პირას მყოფ „ალავესთან” თამაშების შედეგები გასცემს.
„გრანადასა” და „რეალის” შეხვედრაში მადრიდელთა გოლები ფრანგებმა გაიტანეს — ანგარიში მე-10 წუთზე 25 წლის ფერლანდ მენდიმ გახსნა, ხოლო მე-16 წუთზე ვეტერანმა ქარიმ ბენზემამ ორამდე გაზარდა სხვაობა. 50-ე წუთზე ერთი საპასუხო გოლი დარვინ მაჩისმა შეაგდო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
