დღე: ივნისი 17, 2019

Home 2019 ივნისი 17 (ორშაბათი)
დანია ჰამლეტიდან თელია პარკენამდე
ჩანაწერი

დანია ჰამლეტიდან თელია პარკენამდე

დანია – საქართველოს მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა „თელია პარკენის“ საპრესკონფერენციო დარბაზში თქვა, სად დანია და შვეიცარია და სად საქართველოო. ცოტა სხვა სიტყვებით თქვა, მაგრამ აზრი ეს იყო. კაცმა რომ თქვას, ტყუილი არც უთქვამს. მაინც სად არის დანია? ამის ახსნას საკუთარი მოკლე შთაბეჭდილებების მოყოლით შევეცდები. 📌  📌  📌 🇩🇰 დანია საპყრობილეა – ათქმევინა უილიამ შექსპირმა პრინც...

უფსკრულიდან ფავორიტობამდე
ჩანაწერი

უფსკრულიდან ფავორიტობამდე

ასეთი რამ NBA – ში ბოლოს 2012 წელს მოხდა, როცა მნიშვნელოვანი გაცვლითი ოპერაციების შემდეგ „ლეიკერსმა“ სუპერვარსკვლავი დაიმატა. მაშინ ისტორია წარუმატებლად დასრულდა: დუაიტ ჰოვარდმა ერთი წლის თავზე თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა ანგელოზთა ქალაქი. მის გრძელვადიან გეგმებში „ლეიკერსი“ არ შედიოდა. ენტონი დევისი სულ სხვა ისტორიაა. ნიუ-ორლეანელთა ლიდერი ლიგის საუკეთესო ათეულში შედის და ექვსი ოლ სტარი მოიტოვა ზურგს...

ჩემი მეგობარი კედელი
ჩანაწერი

ჩემი მეგობარი კედელი

ექვსჯერ ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, არც სხვა ტიტულები და ჯილდოები აკლია და, რაც ყველაზე მთავარია – „რეალის“ ქომაგების ლეგენდა, კერპი გახდა. მადრიდულ კლუბში 7 ნომრით კრიშტიანუ რონალდუმაც იფრინა, მაგრამ ესპანელი გულშემატკივრებისთვის რაულ გონსალეს ბლანკო მაინც განსაკუთრებულ ფეხბურთელად რჩება. საფეხბურთო კარიერის დასრულებიდან 4 წელი გავიდა, დღეს ის „სამეფო კლუბის“ აკადემიის მწვრთნელია და აქამდე განვლილი...

ნახევარი საბურთალომ მოიგო
ჩანაწერი

ნახევარი საბურთალომ მოიგო

მეორე წრეც დასრულდა ისევე, როგორც პირველ შემთხვევაში, „საბურთალომ“ ამჯერადაც პირველ ადგილზე დაამთავრა წრე. საბურთალოელებმა „სიონს“ 2:1 მოუგეს. ბათუმის „დინამომ“ კი 88-ე წუთზე გაუშვა ერთადერთი გოლი ლოკომოტიველი ირაკლი სიხარულიძისგან. ამისდაკვალად, ორტურიანი ლიდერობა თბილისელებს გადაულოცა. ბათუმელებმა მიჯრით ოთხი მოგების შემდეგ წააგეს. სხვათა შორის, „ლოკომოტივი,“ რომელმაც ძალიან ცუდად დაიწყო სეზონი (ზედიზედ 5 წაგება სტარტზე), ბოლო დროს მოყოჩაღდა, ექვსმატჩიანი...

საქართველო ჩემპიონია!
ჩანაწერი

საქართველო ჩემპიონია!

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები, თბილისის სპორტის სასახლეში, თავისი გულშემატკივრის წინაშე, IHF-ს ერთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. სხვა სიტყვებით, სამი ვეტერანით დაბალანსებულმა ქართველ ხელბურთელთა ახალმა თაობამ მოიგო მსოფლიო მასშტაბის 12 გუნდიანი ტურნირი, რაც ქართველთა შორის თავის დროზე ძალიან პოპულარულ სახეობაში კარგა ხანია არ მომხდარა. ტურნირის წინ ბიჭებმა დათქვეს, რომ გულშემატკივრის გასახარებლად თავს არ დაზოგავდნენ, ხოლო ის ხალხი, ვინც 8-დან...