Breaking News

Day: September 28, 2018

დუბლები და დუბლები

ეროვნული ლიგის გასულ ტურს ლიდერთა ჯგუფში ცვლილებები არ მოუხდენია. ჩემპიონობის მაძიებელმა ორივე გუნდმა („დინამო“ და „საბურთალო“) მოიგო, ხოლო მესამე ადგილისთვის მებრძოლები („დილა“ და „ჩიხურა“) ორივე დამარცხდა. ამასობაში, „ტორპედომ“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით და დაკარგული ქულებით მესამე ადგილზე აღმოჩნდა. თუმცა, გამოტოვებულ მატჩებს ჯერ მოგება უნდა. ასეთები კი ქუთაისელებს სამი აქვთ: 3 ოქტომბერს „დილას“ უმასპინძლებენ,…

Read more

ზიზუ ინგლისურის მასწავლებელთან დადის

როგორც ჩანს ჟოზე მოურინიუს თავს საავდრო ღრუბელი გროვდება — პოლ პოგბასთან გაუთავებელი, გამწვავებული კონფლიქტისა და  „კარაბაოს თასზე” „დერბისთან” სენსაციურ წაგებას მოყოლებულ პრესკონფერენციაზე ფილ ჯონსსა და ერიკ ბეილიზე დაცინვით ლაპარაკის შემდეგ, სულაც არ არის გამორიცხული, რომ პორტუგალიელი სამსახურიდან გაუშვან. დღე ისე არ გავა ინგლისურმა საიტებმა თუ გამოცემებმა „მანჩესტერ იუნაიტედის” თემას რამდენიმე ცნობა არ მიუძღვნან. ეწერა ისიც,…

Read more

დებიუტი არგენტინის ნაკრებში

„უოტფორდის” რობერტო პერეირასა და „უდინეზეს” როდრიგო დე პაულს სავარაუდოდ, არგენტინის ნაკრებში გამოიძახებენ. „ალბისელესტეს” მწვრთნელი ლიონელ სკალონი შემდგომი ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას იწყებს. სკალონის გამოსაძახებელი ფეხბურთელების სია აქამდეც უნდა გამოექვეყნებინა, მაგრამ ბევრი დაშავდა და გადადება მოუხდა. არგენტინელი ჟურნალისტები ფეხბურთელთა ჩამონათვალს დღეს მოგვიანებით ელოდებიან — ბუენოს აირესი თბილისზე 7 საათით უკანაა. TyC Sports-ის მიმომხილველი სესარ ლუის მერლო დაბეჯითებით აცხადებს,…

Read more

გამარჯვება მაინც მოელოცათ

„ლეგანესმა” რომელიც ახლა „ლა ლიგას” ცხრილში მე-18 ადგილზეა თვით „ბარსელონა” დაამარცხა 2:1. თან, „ბლაუგრანა” მე-12 წუთზე უკვე იგებდა, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა. წარმატებამ პატარა ესპანური გუნდი გაახარა, მაგრამ როგორც მისი მეკარის ივან კუელარის მატჩისშემდგომი ინტერვიუდან ჩანს, მისი ფეხბურთელები დიდი მეტოქის დიდი ვარსკვლავების საქციელმა გაანაწყენა კიდეც. „როდესაც მარცხდები გამარჯვებულ გუნდს უნდა მიულოცო. ჩვენთან კი ბარსელონელთაგან…

Read more
No image

ბარსელონა იცვლება

ახალი ვარიანტი უკვე გახდა განხილვის საგანი. ემბლემიდან გაქრება წარწერა FCB და შიდა შავი ხაზები. როგორც ინიციატორები ამბობენ, ეს ვერსია გაცილებით ერთგვაროვანია, ჰარმონიული და მკვეთრი. კლუბის წევრთა შეკრება 20 ოქტომბრისთვისაა დანიშნული. თუ ცვლილება დამტკიცდა, „ბარსელონას“ მაისურებზე ემბლემა 2019-2020 წლების სეზონიდან ამოიქარგება. დღემდე „ბარსელონას“ ათი ემბლემა ჰქონდა, მოქმედი ვარიანტი კი 2002 წლიდანაა ძალაში.

Read more