პირველი რაუნდი მორჩა. ფრენბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე სუსტი ნაკრები აღარ დარჩა და 21 სექტემბრიდან მეორე რაუნდის კვარტეტთა კვარტეტში დაძაბული მატჩების ხვედრითი წილი ბევრად მაღალი იქნება. თან, ორგანიზატორების მახვილგონივრული ჩანაფიქრით, ახალი, E, F, G, H-ჯგუფების კომპლექტაცია უკვე ჩატარებული მატჩების განმეორებას გამორიცხავს. მაგალითად, E-ჯგუფში მოხვდნენ: A-ჯგუფის პირველადგილოსანი (იტალია), B-ჯგუფის მეორეადგილოსანი (ჰოლანდია), მესამე ადგილზე გასული ნაკრები C-ჯგუფიდან (რუსეთი) და…
სტატისტიკოსები ამბობენ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში, „ეინდჰოვენთან”, ლეო მესის მიერ შესრულებული ჰეთ-თრიკი შესაძლოა „რეალისთვის” კარგი ნიშანი იყოს. მოგეხსენებათ, „ბარსელონამ” ჰოლანდიელ სტუმრებს „კამპ ნოუზე” 4:0 მოუგო. სამი გოლი მესიმ შეაგდო, ერთიც — ოსმან დემბელემ. არგენტინელმა პირველი შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით გაიტანა; მეორე გაუჩერებლად — მეტად ტექნიკური დარტყმით, მესამე კი დაახლოებით 15-20 მეტრიდან. ამრიგად, „ბლაუგრანას” ლიდერი გახდა ჩემპიონთა…
იკერ კასილიასი პირველი ფეხბურთელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მე-20 სეზონს ატარებს. 37 წლისაა და ჩემპიონთა ლიგში უკლებლივ ყველა სეზონი ჩაატარა. აი, 18 წლის რომ იყო და მადრიდის „რეალში“ პირველად ითამაშა, იქიდან მოყოლებული წელიწადი არ ჩაუგდია ლიგის გარეშე. იკერი ახლა „პორტუს“ მეკარეა, „შალკესთან“ მატჩი კი მისთვის ლიგაში 168-ე გამოდგა და ეს უკვე ყველა დროის რეკორდია. კარიერის უდიდესი…
ბარსელონაში, ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩი ქუჩაში ჩხუბით გაიხსნა: „ბარსასა” და პსვ-ს ფანებმა ერთმანეთისთვის მუშტები არ დაინანეს. ფოტოები და ვიდეოკადრები მოსახლეობამ აივნებიდან გადაიღო. ბრძოლაში მხარეები იყენებდნენ ყველაფერს: სკამებს, მაშხალებს და ასე შემდეგ. პრესა წერს, კიდევ კარგი ეს საომარი განწყობილება სტადიონზე აღარ გადავიდაო. თამაში მასპინძლებმა 4:0 მოიგეს. ლეო მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა. ეს იყო არგენტინელის კარიერაში…
რობერტო ფირმინო თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მსაჯის წამატებულ წუთებზე გოლი შეაგდო — ეს იყო გამარჯვების დარტყმა, რომელმაც „ენფილდ როუდზე” გრძნობათა ენითაუწერელი ვულკანი ამოხეთქა. მერსისაიდელებისა და „პარი სენ ჟერმენის” ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩი ნამდვილი ბლოკ-ბასტერი გამოდგა. „ლივერპული” 2:0-ს იგებდა, პარიზელებმა 83-ე წუთზე გაათანაბრეს და მერე კი მოხდა ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ. ფირმინო სათადარიგოთა სკამზე…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes