ავსტრიის ქალაქ გრაცში, ევროლიგის შეხვედრაში, რომელიც ადგილობრივმა „შტურმმა” კვიპროსულ ლარნაკას აეკ-თან 0:2 წააგო, თანამსაჯს ტრიბუნიდან თავში საგანი გაარტყეს. შეხვედრა ცხადია შეწყდა. შვედ ლაინსმენს ფრედრიკ კლივერს თავიდან ადგილზე უმკურნალეს.
მოგვიანებით „შტურმმა” გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ მათი კლუბისთვის ფეხბურთი ზეიმია, ხოლო გულშემატკივართა ასეთი ქცევა მიუღებელი.
შვედურ მას-მედიასთან საუბარში გაცილებით მკაცრად ილაპარაკა ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარემ სტეფან იოჰანესონმა. მან თქვა, რომ კლივერი საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც ნაკერები დაადეს. შემდეგ იოჰანესონმა დასძინა, რომ მას ძალიან გაუკვირდა მატჩი ბოლომდე რომ გააგრძელეს.
„ამ გადაწყვეტილებას უეფა იღებს, მაგრამ პირადად მე მიკვირს რატომ არ შეწყვიტეს შეხვედრა. ასეთი ინციდენტი შვედეთში რომ მომხდარიყო, ჩვენ შეხვედრას აღარ გავაგრძელებდით”.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/06/2026 | 01:10უიმბლდონზე ბოლქვაძე დაგვრჩა
მთავარი ამბავი21/06/2026 | 23:04საქართველო ლატვიაში გაფრინდა
სიახლეები19/06/2026 | 19:58ულან – ბატორი ჯერ უმედლოდ
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
