მოიგო ბრაზილიამ. არცთუ უპრობლემოდ, მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, მაგრამ გამარჯვებულებს არ სჯიან. დასჯაზე არ გვაქვს პრეტენზია, მაგრამ განსჯა აუცილებელიცაა. მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე თვლიდა ბევრი ექსპერტი, რომ რუსულ სტადიონებზე ზოგადი საფეხბურთო ამინდი სუპერვარსკვლავებს უნდა შეექმნათ. ჯერჯერობით არ არის ასე. რონალდუ რომ რონალდუა და მეორე ტურში გამარჯვებისა გაიტანა, იმდენი წუნი ჰქონდა, სამ სხვა თამაშს ეყოფოდა… მესის…
მატეო კოვაჩიჩი „რეალში” 2015 წელს გადავიდა და სწორედ იმ პერიოდში მოუხდა თამაში, როდესაც მადრიდელები ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ იგებდნენ. ამის მიუხედავად ხორვატი ამბობს, რომ მას „სანტიაგო ბერნაბეუდან” წასვლა უნდა, რადგან სურს უფრო ხშირად იყოს მოედანზე. 24 წლის ნახევარმცველი ამჟამად ნაკრებთან ერთად რუსეთშია, მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობს და თან სამომავლო ვარიანტებზე ფიქრობს. „მინდა „რეალის” შემადგენლობაში ხშირად ვხვდებოდე. მიყვარს…
ერთი დიდი ორმო იყო საბჭოთა კავშირი და რა გასაკვირია ,რომ მისი უსამართლო სამართალმემკვიდრეც არ უჩივის ორმოების ნაკლებობას, თანაც პირდაპირი მნიშვნელობით… ნიჟნი ნოვგოროდში დაბანაკებულ ხორვატ ფანობას სანახაობა არც სტადიონზე აკლია (მათი გუნდი ხომ უკვე მერვედფინალშია) და არც მის მიღმა. ხორვატებს კი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ გზაზე არსებული ორმო, ან კი როგორ დარჩებოდათ, იმხელაა, ლამის…
იცით, როგორ დატოვა ნეიმარმა სანკტ პეტერბურგის სტადიონი? თავზე ჩამოფხატული ქუდით — გეგონება ვერავინ იცნობდა — და საოცრად გაღიზიანებულმა. სტრესის პირას მყოფს ჰგავდა. დაახლოებით ასმეტრიანი მიქს-ზონა, სადაც ჟურნალისტები ფეხბურთელებს ხვდებიან, ბრაზილიელმა უსაინ ბოლტივით ჩაირბინა. სტადიონის ამ ზონაში 400 ჟურნალისტი იყო თავმოყრილი. ნეი ერთსაც კი არ გაუჩერდა. „პარი სენ ჟერმენის” ვარსკვლავი პირველი თამაშის შემდეგ ბრაზილიური მას-მედიის კრიტიკამ…
კატალონიურმა პორტალმა „სპორტმა” გადაბეჭდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, 2000-2001 წლებში „ბარსელონას” ფეხბურთელის, ფრანგი ემანუელ პეტის კომენტარი ხორვატიისა და არგენტინის შეხვედრის (3:0) შესახებ, რომელიც მან Paddy Power-თან საუბრისას გააკეთა. პეტი არგენტინელთა უსუსურობით იმდენად იყო აღშფოთებული, რომ მკვახე ფრაზებსაც არ მორიდებია. მან „ალბისელესტეს” თამაშს სამარცხვინო უწოდა. „მაპატიეთ, მაგრამ იმ დღეს არგენტინა განავალს ჰგავდა. სამარცხვინო იყო. სირცხვილია უყურო როგორ…
მაუწყებელ beIN Sports იძულებული გახდა საჯარო ბოდიში მოეხადა. მიზეზი: მისმა ჟურნალისტმა, ყოფილმა ფეხბურთელმა გრეგორი პეისლიმ ისეთი რამ თქვა, რაც რასისტულ გამონათქვამად ჩაითვალა. საქმე ეხება ნიგერიისა და ისლანდიის შეხვედრას, რომელიც აფრიკელებმა 2:0 მოიგეს. როგორც ამბობენ, ნიგერიის ნაკრებისა და „ლესტერ სიტის” მოთამაშის ვილფრედ ნდიდის შესახებ რეპორტიორმა თქვა, მან ბანანია უნდა ჭამოსო. ბანანი კი არა, ბანანია — შოკოლადიანი სასმელი,…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes