თვე: თებერვალი 2018

Home 2018 თებერვალი
ორჯერ არ მოკვდე, ბაბუ
ჩანაწერი

ორჯერ არ მოკვდე, ბაბუ

ისე უნდა იცხოვრო ბაბუ, ორჯერ არ მოკვდე სიცოცხლეშიო-გვასწავლიდა ბაბუა შვილიშვილებს. მე არ ვიცი რა დაუბარა და რას ასწავლიდა დიდი ბაბუა ჟირუ პატარა ოლივიეს მაგრამ,ამ დღეებში მისი უკვე ზრდასრული შვილიშვილი უნიკალურ სიტუაციაში მოხვდა – ერთ ტურში ჟირუ ორჯერ დამარცხდა. ორ დღეზე განაწილებული ინგლისური პრემიერლიგის 25-ე ტური „სუონსი“-„არსენალის“ მატჩით გაიხსნა.იმ დროისთვის ჟირუ ლონდონურ გუნდში ირიცხებიდა და მეტიც...

არონიანის რონინი გიბრალტარში
ჩანაწერი

არონიანის რონინი გიბრალტარში

წუხელ დიდი ბრიტანეთის იურისდიქციაში მყოფ გიბრალტარში დიდი საჭადრაკო ტურნირი დასრულდა. შეჯიბრი, მაჭადრაკეთა სიძლიერის მიხედვით, ხუთ ჯგუფში ჩატარდა და მათგან უმთავრეს, ე.წ. “მასტერსზე” ორივე სქესის 254 მოთამაშე გამოვიდა, აქედან ოთხი ქართველი: ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი და სალომე მელია. დანარჩენ ოთხ ჯგუფში ფიდეს რეიტინგში 2250 პუნქტზე დაბალი კოფიციენტის მქონე მოჭადრაკეები თამაშობდნენ, რომელთა სიაშიც ჩვენი თანამემულე...

ვლადიმიროვიჩმა 13 მილიონი დოლარი ქვიშაში იპოვა
ჩანაწერი

ვლადიმიროვიჩმა 13 მილიონი დოლარი ქვიშაში იპოვა

იცნობდეთ: ელდარ ვლადიმირის ძე ნაგაპლოვი გენიალური რუსი ბიზნესმენია, რომელიც კალინინგრადის მილიციას დასწრებაზე ეთამაშა და ხელიდან და ქვეყნიდან დაუსხლტა. ცხადია, იმისთვის არ ეძებენ, რომ წლის ბიზნესმენის ჯილდო უბოძონ, არამედ იმისთვის, რომ ჰკითხონ, სად  შეტენა 13 მილიონი დოლარი, რომელიც კალინინგრადში მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონის მშენებლობაზე „დაზოგა“. საქმიან-საზრიანი  ვლადიმიროვიჩი დანაზოგიანად გაქრა რუსეთიდან, რითაც არაორაზროვნად მიანიშნა, რომ სულ ცალ დოლარზე...

ბურთი ჩამოგორდა როკის გვირაბიდან და სიმდის ხმაზე ჩამოგვირბინა
ჩანაწერი

ბურთი ჩამოგორდა როკის გვირაბიდან და სიმდის ხმაზე ჩამოგვირბინა

რაც გამახსენდა გაზაევი რომ დავინახე, გამახსენდა ძველი დრო, როცა ვალერი გეორგიჩი თბილისის „დინამოში“ თამაშობდა და ჩვენს აბურდულ საფეხბურთო გუნდს შველოდა, ბაქოს „ნეფთჩისთან“ ყაიმის მიღწევის საქმეში. მაშინ ამბობდნენ გაზაევმა თბილისში თეთრი მერსედესი ჩამოიყვანა და გაყიდაო. ზოგი აცხადებდა, მერსედესი თეთრი კი არა, ლურჯი იყოო. მერე ცეკა-ტეკამ გვარიანად შეახურა ჩვენი უსუსური გუნდი და ფეხბურთელებს გამოყვანილ-გაყიდული მანქანების თვლა დაუწყეს....