გიბრალტარის საერთაშორისო ტურნირის შედეგებით ქალთა შორის ქართველი დიდოსტატი ნინო ბაციაშვილი მალე ანალოგიურ ტიტულს ვაჟთა შორისაც დაიმსახურებს. ნინომ აღნიშნულ ტურნირზე დიდოსტატის ნორმა მესამედ შეასრულა, რაც ნიშნავს, რომ ფიდე-ს მორიგ კონგრესს მხოლოდ ფორმალობათა მოგვარება რჩება, რათა ქართველი მოჭადრაკის ბარათში ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატობის ბეჭედი დასვას. “სარბიელი” ულოცავს ნინოს!
რა ტკბილია და რა მწარე ამბავი ბანაობისა
ერთი პორტუგალიელი – სახელს და გვარს არ ვიტყვი – ფულში ბანაობს და ირიბად მაინც ჯამაგირის მომატებაზე აგზავნის მოკლეტექსტურ შეტყობინებებს „რეალის“ მისამართით. იმდენი ხელფასი უნდა, რამდენშიც ერთი ბრაზილიელი ბანაობს პარი სენ ჟერმენში, რომელიც ეკუთვნის ასევე ფულში მობანავე არაბებს. ეს ბრაზლიელი ფიქრობს, რომ „ბარსელონა“ – სადაც ადრე თამაშობდა – ფულში ბანაობს, იმიტომ რომ სწორედ მისი გაყიდვისთვის მიიღო...
ალმასის ფასი
ბენდის ქომაგი არასდროს ვყოფილვარ (თუმც ინტერესით მუდამ შემიხედავს), მაგრამ გუშინ ყაზახთა ცოდვით გული მათივე გულშემატკივრების სწორად დამეთუთქა. მერე რა, რომ ყაზახეთის ნაკრები დაახლოებით საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებს წააგავს – ეთნიკური ყაზახები მასში უმცირესნი არიან, ხოლო უმრავლესნი – რუსები და მოთამაშეთა მეტი წილიც რუსულ კლუბებშია დასაქმებული. მთავარი იყო, რომ კასპიის- და არალისპირელთა მონდომებული გუნდი კიდევ ერთხელ დადგა...
კორეა უპრეცედენტო იქნება
პიონგჩანგის ოლიმპიადაზე დოპინგ-კონტროლი ყველაზე მკაცრი იქნება თამაშების ისტორიაში. ამის შესახებ განცხადება საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში გაკეთდა. კომიტეტში ასევე ითქვა, რომ შარშან აპრილიდან წლევანდელი იანვრის ჩათვლით სპორტსმენებს 16 ათასი სინჯი აუღეს, რაც 2/3-ით მეტია სოჭის ოლიმპიადისწინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რიჩარდ ბაჯეტი, სოკ-ის მედიცინის დეპარტამენტის დირექტორი: თამაშების დროს ბევრი ტესტი ტარდება. ეს ძალიან კარგი პრაქტიკაა, რადგან ყველა სპორტსმენმა...
განური ფინტი: გაქრობა ჰაერში
21 წლის ლუმორ აგბენიენუმ პსვ-ს გუნდში გადასვლის პირობა ექვსი თვის წინ მისცა. კლუბმა ბილეთი დაუჯავშნა, იანვარში ეინდჰოვენში ჩასვლის თარიღზე მორიგდნენ და ეს დღე რომ დადგა, პორტუგალიური „პორტიმონენსეს“ განელი მცველის დასახვედრად კლუბმა ხალხი გააგზავნა აეროპორტში. მათ შორის გადამღები ჯგუფიც. მხოლოდ წითელი ხალიჩაღა აკლდა მთელ ამ ამბავს, მაგრამ ამაოდ ელოდნენ. ტყუილად აწვალეს კამერა და მიკროფონი, განელი არ...
მარადონა ტრამპთან არ გაუშვეს
ღმერთის ხელიან კაცსაც კი შეიძლება უარი სტკიცონ აშშ-ს ვიზაზე და ჰა, ინებეთ – დიეგო მარადონამ შტატების ვიზა ვერ მიიღო. მარტში სასამართლოს უნდა დასწრებოდა მაიამიში, სადაც მისი ცოლყოფილის კლაუდია ვილაფანეს საქმე გაირჩევა. საქმე კი მარადონას ფულს ეხება, რომელიც კლაუდიამ ქმრის დაუკითხავად დაამღერა ჯერ კიდევ ოფიციალურ გაყრამდე. ვიზაზე განაცხადი უკვე შეტანილი ჰქონდა, როცა ტელეკომპანია „ტელესურთან” ინტერვიუში დიეგომ...
წამში ევრო რა, ღორი ვარ?!
გაცვეთილი ანეკდოტის პერიფრაზისთვის ბოდიშს გიხდით, მაგრამ რონალდუ -„რეალის“ ახალი გარიგების წაკითხვისთანავე ეს ასოციაცია გამიჩნდა. 31 წლის პორტუგალიელმა მადრიდული კლუბის შეფებს ხმა მიაწვდინა – წლიური 30 მილიონი ის თანხაა, სხვა კლუბისკენ გახედვის სურვილს ჩანასახშივე რომ ჩამიკლავსო. ავი ენები ამბობენ, ამბიციურ პორტუგალიელს პსჟ-ში ნეიმარის ხელფასი არ აძლევს მოსვენებასო (ბოლოსდაბოლოს, მსოფლიოში საუკეთესოდ ხომ სწორედ კრიშტიანუ აღიარეს). ნეიმარის ხელფასი...
… ვისთვისაც დინამო დინამოა
თურქულ სიდეში მოსამზადებლად მყოფმა თბილისის „დინამომ“ ამჯერად პოლტავის „ვორსკლასთან“ წააგო, თანაც, წააგო დიდი ანგარიშით – 1:4. უკვე რაღაცნაირად ყურს მიეჩვია ეს წაგებები, მაგრამ ამ რამდენიმე სტრიქონს მათთვის დავწერთ, ვისთვისაც „დინამოს“ სახელი სულერთი არაა, ვისაც გული შესტკივა და ვისთვისაც ძვირფასია ეს დიდი გუნდი… „ვორსკლასთნ“ პირველი ტაიმი ფრედ (1:1) მორჩა, მერე კი დინამოელები უსახელო უკრაინელებთან პირწმინდად დაიჩაგრნენ....
ყვანჯი, ყინული, სომალი
წერილით “ყვანჯბურთობა ყინულზე” “სარბიელმა” მკითხველს ჰოკეის უმცროსი, დაჩაგრული ძმის ავანჩავანი გააცნო. ბურთიან ჰოკეის, იგივე ბენდის არ გააჩნია შაიბიანი კოლეგის ფინანსური და მარკეტოლოგიური ზურგის მეათედიც. აქ არ თამაშობენ მეგამილიონერი პროფესიონალები და საერთოდ, ხაბაროვსკსა (რუსეთი) და ხარბინში (ჩინეთი) მიმდინარე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მედიაუზრუნველყოფაც არ გვჭრის თვალს ტელევიზორებიდან. მაგრამ თამაში ამოდსაცქერია და “სარბიელის” მკითხველს ბენდის მსოფლიო პირველობაზე...
თევზი პუტინიდან ყარს
რუსული სპორტის „მესაფლავედ“ მონათლულმა გრიგორი რადჩენკოვნმა დოპინგიანი ხელი პირდაპირ პუტინს დაადო. შეგახსენებთ, რომ რადჩენკოვი მოსკოვის ანტი სადოპინგო ცენტრის დირექტორი იყო და სპეცსამსახურების ხელდასმით რუსი სპორტსმენების ტესტებს აყალბებდა. სოჭის ოლიმპიადის დოპინგ-სკანდალის შემდეგ ცენტრის შეფი აშშ-ში გადაიხვეწა და ფეესბეს (ფედერალური უსაფრთხოების სამსახური) იქ ემალება. პერიოდულად ინტერვიუებს არიგებს და ახალ-ახალ ამბებს ჰყვება, რა და როგორ ხდებოდა. რადჩენკოვმა ამჯერად...









