მიფრინავენ ფლოსტები

Home აქეთურ-იქითური მიფრინავენ ფლოსტები
მიფრინავენ ფლოსტები

საცოდავ  70 ათას გირვანქას თუ მოგიგდებენ  კვირაში და ძლივს შესწვდები „გუჩის“  675 გირვანქიან ფლოსტებს, განა რა დაშავდება?

არც არაფერი – თქვა მარკოს როხომ და თავისი ღარიბული ფლოსტები თვითმფრინავში გადაღებული სურათით გაგვაცნო.

კენგურუს ტყავით გაწყობილი „გუჩი“ „მანჩესტერის“ არგენტინელ მცველთან ერთად დუბაიში გაფრინდა ერთკვირიან შეკრებაზე.

ფლოსტები დაბინავდებიან ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, რომელშიც ერთი დღე-ღამის გატარება 455 გირვანქა ღირს.