
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა წაგებით დაიწყო. ტრავმებისა თუ სხვა მიზეზების გამო ჩვენები გერმანიის ქალაქ ქემნიცს მასპინძლებთან სათამაშოდ რამდენიმე წამყვანი კალათბურთელის გარეშე ესტუმრნენ. სამი მეოთხედი თამაში ქულა ქულაში მიდიოდა, თუმც ბოლოს გერმანელებმა იძალეს და მნიშვნელოვნად გაახლებულ ჩვენს გუნდს 19:9 აჯობეს. ბოლო მეოთხედამდე საქართველო 61:60 იგებდა, ჯამში კი 79:70 დამარცხდა. საქართველოს სხვაობის შემცირებაც შეეძლო, მაგრამ ბოლო წამებზე ვეღარ ჩააგდო.
ჩვენებს შორის ყველაზე შედეგიანი მაიკლ დიქსონი გახლდათ , ვის ანგარიშზეც 23 ქულა არის, ზედ დაყოლებული 4 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა.
მომდევნო შესარჩევს საქართველო 27 ნოემბერს, ბელგრადში, სერბეთის ნაკრებთან ჩაატარებს. თებერვალში კი ავსტრიას უმასპინძლებს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
