ყოფილმა მეკარემ, ახლა კი ESPN-ის მიმომხილველმა შაკა ჰისლოპმა თქვა, რომ „ბარსელონა” ამ ზაფხულს ნეიმარს უეჭველად დაიბრუნებს, რადგან „პარი სენ ჟერმენს” ბრაზილიელის თავიდან მოშორება უნდა. მოგეხსენებათ, უკვე კარგა ხანია, რაც ნეიმარის „ბარსაში” ტრანსფერზე ლაპარაკობენ. თავდამსხმელი კატალონიის დედაქალაქიდან პარიზში 2017 წელს გადაბარგდა. ფრანგულმა კლუბმა მასში სარეკორდო თანხა, 222 მილიონი ევრო გადაიხადა, მაგრამ ვარსკვლავი ახალ გარემოს ვერ შეეწყო,...
