ვუყურებდი ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრას და საკუთარი თავი შემეცოდა. ქართული ფეხბურთის ყველა ქომაგი შემეცოდა, უკვე რამდენი წელია, ღარიბი მეზობლის ბავშვივით ღობის გადაღმიდან რომ ვადევნებთ თვალს სხვის ეზოში გაშლილ ლხინის სუფრას. არ გვიშვებენ: ჯერ პატარები ხართ და ვიდრე წამოიზრდებით, თქვენივე ორღობეში კოჭი გააგორეთო. გაბრაზებული კაცის ნაწერად არ მოგეჩვენოთ. უფრო გულის დაწყვეტაა. იმ ლხინზე, ჩვენ რომ ვერ ვეღირსეთ,...
