გუნდს სევილიაში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩზე გაყვნენ და… იქაც კი თანაქალაქელების გაღიზიანებაზე ფიქრობდნენ. „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებზე მოგახსენებთ, რომელთაც „სანჩეს პისხუანზე”, ჯერ სტადიონის გარეთ და მერე ტრიბუნაზე შემოსძახეს სიმღერა-პაროდია „უილ გრიგი ცეცხლის ხაზზეა”. ახლა მოგახსენებთ რა სიმღერაა ეს და ვინ არის უილ გრიგი. უილ გრიგი 26 წლის ჩრდილო ირლანდიელი ფეხბურთელია, რომელიც „უიგანში” თამაშობს, რომელმაც 19 თებერვალს „მანჩესტერ სიტის”...
