სერხიო აგუეროს ხელითაც შეეხნენ და მიაფურთხეს კიდეც — ორშაბათს, ფეხბურთის ასოციაციის თასის მერვედფინალში „უიგანმა” „მანჩესტერ სიტის” 1:0 მოუგო, საფინალო სასტვენის შემდეგ კი მოედანზე მაყურებლებიც გადახტნენ. სანამ „უიგანის” მცველი ჩეინი დანკლი, „სიტის” ერთ-ერთი მწვრთნელი მიკელ არტეტა და ფიზიოთერაპევტი სტივენ ლილი არგენტინელის დასახმარებლად მივარდებოდნენ, მან თავდამსხმელისთვის ხელის კვრა და მისი თავიდან მოშორება მოახერხა. ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია მომხდარს...
