რომ თქვა, რომ ქართველებს უელსელებთან ჯახში რამენაირი შანსი აქვთ, მცოდნე ხალხს სასაცილოდაც არ ეყოფა. ასეთია სარაგბო რეალობა – სუსტი ძლიერს ათასში ერთხელ ამარცხებს. ასეთია სპორტის ამ სახეობის სპეციფიკა – შედეგი ყველამ წინასწარ იცის და ინტრიგად ისღა რჩება, თუ რა ხარისხის წინააღმდეგობას გაუწევს სუსტი ძლიერს, რამდენ ქულას გააკეთებინებს ძლიერი სუსტს და როგორი სხვაობა დაფიქსირდება ტაბლოზე 80...
