შფოთიანი ტური გამოდგა. შფოთის ავტორი კი „საბურთალო“ გახდა, რომელმაც „დინამოსთან“ 3:4 წააგო და ატყდა ერთი ამბავი. საბურთალოელთა თავკაცი, ლევან კორღალიძე მსაჯ გოგა კიკაჩეიშვილს შემოსწყრა: მეტოქე მცველს საჯარმოში ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტი რატომ არ დანიშნეო. თუმცა, ეს მხოლოდ მიზეზი იყო. შემდეგ კი სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაცხო, რასაც „საბურთალოს“ პრეზიდენტის, ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებაც მოჰყვა, რომელმაც ჟურნალისტებს...
