„ვალენსიას“ ყოფილი ვარსკვლავი, არგენტინელი რობერტო აიალა გზაზე გაძარცვეს. კლუბში, სადაც ახლა ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი თამაშობს, აიალას 2000-2007 წლებში 200-ზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული. ის გუნდის ცენტრალური მცველი და ერთ-ერთი ვარსკვლავი იყო. მასთან ერთად „ღამურები“ ორჯერ გახდნენ ესპანეთის ჩემპიონები და უეფას თასიც მოიგეს. დღეს, რობერტო აიალა 48 წლისაა. ის ლიონელ სკალონის ხელქვეითია — არგენტინის ნაკრების...
