ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებებმა მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე” 0:0 ითამაშეს. მატჩის შემდეგ, ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ლუის ენრიკემ თქვა, რომ ფრის მიუხედავად ის თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილია. მწვრთნელმა აგრეთვე თქვა, რომ 18 წლის ნახევარმცველი პედრი „ბარსელონაში” ჩატარებული დამქანცველი სეზონის მიუხედავად, ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ მზად არის. პედრი წარმოშობით კანარის კუნძულებიდან, კერძოდ ტენერიფედანაა, მაგრამ 2019 წლიდან „ბარსაშია”. ლუის ენრიკემ...
ჭდე: პედრი
მესიმ ნებართვა აიღო
ლეო მესიმ გუშინ გუნდთან ერთად არ ივარჯიშა და დღეს „ეიბართან” ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო მატჩში არ ითამაშებს. არგენტინელმა ეს კლუბთან შეათანხმა. დღეს „ბარსა” ეიბარში თამაშობს. ამ მატჩის შედეგი კატალონიელებისთვის არაფერს იძლევა. „ბლაუგრანამ” ბოლო ხუთ შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ მოიგო და წინა ტურში ჩემპიონობის თეორიული შანსიც დაკარგა. მესის გარდა „ბარსელონამ” დღევანდელი თამაშის გამოტოვების ნება 18 წლის პედრისაც დართო....
კი მაგრამ, კვარაცხელია?
ინგლისურმა „სანმა” გამოაქვეყნა სტატია სათაურით „მსოფლიო ფეხბურთის საუკეთესო ვუნდერკინდები „მომავალი ნეიმარით” დაწყებული, „მანჩესტერ იუნაიტედის” სამიზნე გაბრიელ ვერონითა და ინგლისის იმედით, ჯუდ ბილინგემით დამთავრებული”. თავშივე ვიტყვით, ჩვენი აზრით ტაბლოიდი შეცდა, როდესაც თერთმეტ ამომავალ ვარსკვლავს შორის ხვიჩა კვარაცხელია არ დაასახელა. თავად განსაჯეთ, ჩამონათვალში, სადაც „სანის” აზრით არიან ის ჭაბუკები, რომლებიც ხვალინდელ დღეს განსაზღვრავენ და ზოგი მათგანი ადრე...
საქართველოს ჯგუფში: ესპანეთი და საბერძნეთი დაზავდნენ
დავიწყოთ პედრით. „ბარსელონას” 18 წლის ნახევარმცველმა ესპანეთის ნაკრებში თავისი პირველი შეხვედრა ჩაატარა. დებიუტმა ყმაწვილკაცი გაახარა, მაგრამ შედეგმა უკმაყოფილო დატოვა: „ლა როხამ” გრანადაში საბერძნეთთან 1:1 ითამაშა. ეს გახლდათ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის B ჯგუფის შესარჩევი მატჩი. ამავე ჯგუფში შვედეთმა მოუგო საქართველოს 1:0. „მერჩივნა, სხვანაირი დებიუტი მქონოდა, — თქვა მატჩის შემდეგ პედრიმ, — მეორე მხრივ კი, ესპანეთის...
ბარსამ ლამაზად მოიგო
რასაკვირველია, „ბარსელონას” გაცილებით უკეთესი ფეხბურთიც ბევრჯერ უთამაშია, მაგრამ „უესკასთან” შეხვედრაში გუნდმა ლამაზი გოლები გაიტანა და 4:1 მოიგო, ეს კი შთამბეჭდავი ანგარიშია. აგრეთვე შთამბეჭდავია ლა ლიგის ცხრილი, სადაც კატალონიელები მეორე ადგილზე არიან და „ატლეტიკოს” მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩებიან — სრულიად შესაძლებელია, საბოლოოდ ჩემპიონები გახდნენ. კატალონიელი ჟურნალისტი ივან სან ანტონიო წერს, რომ მე-13 წუთისთვის „ბარსა” ლაღად ვერ...
ბარსას რთული მატჩი
კიდევ ერთი თამაში, კიდევ ერთი თრილერი, კიდევ ერთი შეხსენება, რომ ლეო მესი უმნიშვნელოვანესია და ფრანსისკო ტრინკაოს პირველი გოლი — ასე აღწერს „ბეტისისა” და „ბარსელონას” შეხვედრას კატალონიური „სპორტი”. „ბარსაში” „ბრაგადან” 31 მილიონ ევროდ გადაყვანილმა 21 წლის გარემარბმა ფრანსიშკუ ტრინკაუმ 87-ე წუთზე გატანილი შესანიშნავი გოლით (იხილეთ ვიდეო) რონალდ კუმანის გუნდს სამი ქულა შეჰმატა. ტრინკაუ პირველ ბარსელონურ გოლთან...
პედრისა და მესის შოუ
კატალონიური „სპორტი” წერს, რომ „ბარსელონას” მიმდინარე სეზონში ასე კარგად არ უთამაშია — „ბლაუგრანამ” „სან მამესზე” „ბილბაოს” 3:2 მოუგო. შოუს მთავარი გმირები პედრი და ლეო მესი იყვნენ. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს — ინიაკი უილიამსმა მე-3 წუთზე გაიტანა, თუმცა მეთხუთმეტეზე პედრიმ გაქვითა. შესვენებამდე 7 წუთით ადრე „ბარსა” მესიმ” გაიყვანა წინ. ამ ეპიზოდში მესის დარტყმაზე არანაკლებ ეფექტური იყო პედრის მიერ...
კუმანი მესის, ანსუს, პედრის და კორონას შესახებ
„ბარსელონას” ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში, რონალდ კუმანმა „კამპ ნოუზე” გატარებული პირველი თვეები შეაჯამა. მან ილაპარაკა ლეო მესიზე, „ბლაუგრანას” ახალგაზრდებზე, რომელთაც ბოლოხანს დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს და covid 19-ის გავლენაზე. „ყველაზე ძნელი შინ თამაშია, რადგან უზარმაზარი სტადიონი სრულიად ცარიელია, ერთი გულშემატკივარიც კი არ ზის, — თქვა მან, — ამის შეგუება ფეხბურთელებს ძალიან უჭირთ. შეიძლება პანდემიამ უმაყურებლო ფეხბურთს მეტ-ნაკლებად...
პედრი: მადლობა რეალს, რომ დამიწუნა
„ბარსელონას” 17 წლის ნახევარმცველი პედრი კატალონიურ რადიო Cadena SER-ს ელაპარაკა. მან თქვა: „თუ თავმდაბლობას დაკარგავ და ის აღარ იქნები, ვინც ბუნებრივად ხარ, ფეხბურთელადაც ვეღარ ივარგებ. ყველაზე მეტ რჩევას მშობლები და ძმა მაძლევენ. ჩემი ძმა ყოველთვის პოულობს ჩემს მოქმედებეებში რაღაც შეცდომას და ეს ძალიან მომწონს, რადგან საკუთარ თავს დიდ მოთხოვნებს ვუყენებ”. კატალონიურ რადიოში, „ბარსელონას” ფეხბურთელთან ინტერვიუ...
დღეს ანსუ ფატის დღეობაა…
„ბარსას” თავკაცმა რონალდ კუმანმა „ალავესთან” შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ ანსუ ფატისთან სერიზული საუბარი ჰქონდა, რომლის დროსაც მან ყმაწვილ თავდამსხმელს აუხსნა, თუ რა აქვს გამოსასწორებელი. ანსუ დღეს, შაბათს, 31 ოქტომბერს, 18 წლისა ხდება. კუმანს ჰკითხეს, რა რჩევა მისცა მან ამომავალ ვარსკვლავს დღეობაზე საჩუქრად. „მას რასაკვირველია მუყაითობა და ოსტატობის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა სჭირდება, მაგრამ განსაკუთრებით ყურადღების...








