სლოვაკმა ვეტერანმა, ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი გუნდის „ნაპოლის’’ გულშემატკივართა კერპმა მარეკ ჰამშიკმა სამშობლოში Sport24-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ნეაპოლში გატარებული წლები გაიხსენა. „ნეაპოლში ქუჩაში გასვლა სიგიჟე იყო, ამიტომ მერჩივნა ქალაქის ზოგიერთ უბანში ფეხი არ შემედგა, რადგან ეს შეიძლება ცუდად დამთავრებულიყო. ერთხელ მე და ჩემი მეუღლე ბრენდულ საბავშვო მაღაზიაში წავედით. გვინდოდა ჩვენი პირველი ვაჟისთვის კრისტიანისთვის რაიმე ლამაზი...
ჭდე: მარეკ ჰამშიკი
ჰამშიკი: კვარა? მაინც ინსინიე
„ნაპოლის“ ყოფილ კაპიტანს მარეკ ჰამშიკს „გაძეტა დელო სპორტმა“ ინტერვიუ ჩამოართვა. მილანურმა გაზეთმა სლოვაკს „აძურის“ თანამედროვე ფეხბურთელების მისი დროის მოთამაშეებთან შედარება სთხოვა: კარში მორგან დე სანკტისი თუ ალექს მერეტი? გამოცდილების გამო დე სანკტისი. მარჯვენა მცველი კრისტიან მაჯო თუ ჯოვანი დი ლიორენცო? დი ლორენცო, რადგან „ნაპოლის“ სკუდეტო მოუტანა. ფაბიო კანავარო თუ ალესანდრო ბონჯორნო? კანავარო. რაულ ალბიოლი თუ...
ვინ მივა დღეს ნაპოლიში?
ბოლო ცნობები ნეაპოლიდან: „ნაპოლის” მწვრთნელად შესაძლოა დაუყოვნებლივ დაინიშნოს იტალიელი ფრანჩესკო კალცონა, რომელიც სკუდეტოს მფლობელთა პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს დღეს შეხვდება. შეთანხმების შემთხვევაში კალცონას ასისტენტები იქნებიან მარეკ ჰამშიკი და ფრანჩესკო სინატი — ლუჩანო სპალეტის დროინდელი ფიზიკური მომზადების მწვრთნელი. კალცონა 2022 წლის შემდეგ სლოვაკეთის ნაკრებს უდგას სათავეში. ცნობილი გახდა, რომ სლოვაკთა ფეხბურთის ფედერაცია ყაბულსაა მას ხელ-ფეხი გაუხსნას,...
მაცარის ახალი ჰამშეკი შეურჩევია
„ნაპოლის” ახალმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე პირველი სამი დღე დღე იმ სქემაზე ფიქრში გაატარა, რომელიც იტალიის ჩემპიონს გამარჯვების გზებზე დააბრუნებს. მას „აძურის” იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც ნაკრებებში არიან გამოძახებულნი ჯერ არ უმუშავია, მაგრამ მომავალი გუნდის კონტურები უკვე გამოკვეთა: პირველი ვარიანტი რომელიც ტოსკანელმა მწვრთნელმა ვარჯიშებზე მოსინჯა იყო 4-3-3. როგორც ნეაპოლური პრესა წერს, „პარტენოპეელები” საკლუბი შეჯიბრებების...
ჰამშიკი: MVP ლობოტკაა
მარეკ ჰამშიკი „ნაპოლიში” 2007-19 წლებში თამაშობდა. დღეს ის „პარტენოპეელთა” სკუდეტოს გულშემატკივრებთან ერთად ელის. „ტრაბზონსფორის” ნახევარმცველმა „ილ მატინოს” ინტერვიუ მისცა, სადაც თქვა: „ვინ მოთვლის რამდენჯერ მიცდია წარმომედგინა ის ბედნიერი წუთი, როდესაც „ნაპოლი” სკუდეტოს მოიგებდა. ეს ნეაპოლისთვის განსაკუთრებული მოვლენა იქნება. კარგად ვიცი, რას ნიშნავს ადგილობრივთათვის „ნაპოლი”. ყოველთვის, როდესაც გულშემატკივრებს ვხვდებოდი, ისინი მეუბნებოდნენ: ჩვენ სკუდეტო უნდა მოვიგოთ”. ახლა...




