კომპანია “ლიდერბეთსა” და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდს შორის სამწლიანი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ პარტნიორობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ფონდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და „ლიდერბეთის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ქართლოს დიასამიძემ. აღნიშნული თანამშრომლობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ქართული სპორტის განვითარება და ახალგაზრდა სპორტსმენების ხელშეწყობა წარმოადგენს. ყურადღება მიექცევა ახალგაზრდობის მიმართულებით პროგრამებისა და კონკრეტული პროექტების რეალიზაციას. “კომპანია...
ჭდე: ლიდერბეთი
ქალი და ავანსი
„სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვით საქართველოს 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელდა! ჯერაც ყაზანის „რუბინის“ გარემარბმა საოცარი სეზონი გამოაცხო – ახლა უკვე საერთაშორისო, სანაკრებო დონეზეც და აბსოლუტურად დამსახურებულად მოიპოვა ეს საპატიო წოდება, რომელსაც, სხვათა შორის, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე, თემურ ქეცბაია, კახა კალაძე, აკაკი დევაძე და ქართული ფეხბურთის სხვა ვარსკვლავი ატარებს. შეგახსენებთ: „სარბიელმა“ საქართველოს საუკეთესო...
კვარა!
„სარბიელის“ ტრადიციული, რიგით მე-19 გამოკითხვის შედეგების გამოცხადება ცოტა კი დაგვიგვიანდა, თუმც მიზეზიც ობიექტურია – კოვიდ პანდემია, რის გამო, შარშანდელი გამოკითხვაც ჩავარდა… წლეულს, ისე როგორც წინა ორ ჯერზე, ჩვენი პარტნიორი კომპანია „ლიდერბეთი“ გახლავთ, ლიდერი კომპანია ინტერნეტსივრცეში. შეგახსენებთ, „სარბიელის“ გამოკითხვა, რომელშიც სპორტული ჟურნალისტები მონაწილეობენ და რომლის მიზანიც სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის გამოვლენა გახლავთ, 2017 წელს, „ლიდერბეთთან“ ერთად...
რა თქმა უნდა, ჩაკვე!
„სარბიელის“ ტრადიციული, რიგით მე-18 გამოკითხვის შედეგების გამოცხადება წლეულს უჩვეულოდ გვიან, ახლაღა გვიხდება, თუმც მიზეზიც ობიექტურია – გამარჯვებული საქართველოში არ იმყოფებოდა… შარშანდელივით, წლეულსაც ჩვენი პარტნიორი კომპანია „ლიდერბეთი“ გახლავთ, ლიდერი კომპანია ინტერნეტსივრცეში. შეგახსენებთ, „სარბიელის“ გამოკითხვა, რომელშიც სპორტული ჟურნალისტები მონაწილეობენ და რომლის მიზანიც სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის გამოვლენა გახლავთ, შარშან, „სარბიელთან“ ერთად 10-წლიანი პაუზის შემდეგ აღვდგინეთ. „სარბიელისა“ და „ლიდერბეთის“ წლევანდელ გამოკითხვაში...
შედეგები დათვლილია, ქალღმერთი ახალ პატრონს ელის
10 ივლისს, რესტორან „ბეარ თაიმში“ საქართველოს 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გამოცხადდება. „სარბიელმა“ სპორტულ ჟურნალისტთა ტრადიციული, მე-18 გამოკითხვის შედეგები უკვე დათვალა და შეაჯამა. წლეულს გამიკითხვაში მონაწილეობა საქართველოს ყველა რეგიონიდან 79 ჟურნალისტმა მიიღო. საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენის პრინციპი ძველებურად მარტივი გახლდათ (იხ. შარშანდელი შედეგები). რიგითობით დასახელებული სამი ფეხბურთელიდან პირველს სამი, მეორედ დასახელებულს ორი და მესამეადგილოსანს შესაბამისად ერთი...




