საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ კამარ ბოლდუინსა და გერმანულ „ბაიერნს“ შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. მხარეებს შეუძლიათ ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივონ. ბოლდუინმა ახალ კლუბთან დაკავშირებით პირველი კომენტარიც გააკეთა: „მიუნხენში ჩასვლას მოუთმენლად ველი. „ბაიერნში“ გადასვლით მთავარი მწვრთნელი გორდონ ჰერბერტი და გენერალური მენეჯერი დრაგან ტარლაცი ძალიან იყვნენ დაინტერესებულნი. მინდა, რომ გუნდს ბუნდესლიგის მოგებაში დავეხმარო, ევროლიგაში კი, მინიმუმ...
ჭდე: კამარ ბოლდუინი
საქართველო სრულადაა, დანიას აკლია
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდის შეკრება დაიწყო. მატჩამდე ოთხი დღით ადრე ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა. არადა, ბოლო წლებში პირველად ხდება, რომ ევროპაში მიმდინარე საკალათბურთო სეზონის დროს ეროვნულ გუნდში მოთამაშეები რამდენიმე დღით ადრე სრულად იკრიბებიან. ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ტურები ევროლიგის მატჩებს არ ემთხვევა. ამიტომ დროულად გათავისუფლდა თორნიკე შენგელია და კამარ ბოლდუინი. სრული შემადგენლობით...
საქართველომ მეექვსესკენ გასწია…
ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრებმა ფინეთი მეორედაც დაამარცხა და ცხრილში მეორე ადგილზე გამაგრდა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა სკანდინავიელებს თბილისში 17-ქულიანი მარცხი აგემა – 81:64. ჩვენმა ნაკრებმა უხეიროდ დაწყებული საკვალიფიკაციო ტურნირის შემდეგ სატურნირო ვითარება კი გამოისწორა, მაგრამ დამშვიდების უფლება არ აქვს, რადგან დანიის ნაკრებთან მომავალი თამაში აუცილებლად უნდა მოიგოს. განსხვავება მხოლოდ ის არის,...


