რუსეთში ამ კაცს ხან მოღალატე ეძახეს, ხან აგენტი, არადა მასზე ტიტულოვანი და დამსახურებული ცოტა ჰყავდათ. 14 სექტემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა უროს ტყორცნაში ორგზის ოლიმპიური, მსოფლიოს და სამგზის ევროპის ჩემპიონი იური სედიხი. 35 წლის წინ მისი დამყარებული მსოფლიო რეკორდი (86,74 მ.) დღემდე ხელუხლებელია. სედიხმა კარიერის ბოლოს ფრანგულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი და მეუღლესთან – ბირთვის კვრაში ოლიმპიურ...
